GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი მაკეინის და ბუშის ინსტიტუტების ორგანიზებულ კონფერენციაზე- ტრამპს ბოკერიაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რაზეც ბრალი წარუდგინეს, ჰოდა პატივცემულო პანელელებო, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად კონფერენციების ჩატარება არ გიტყდებათ?

დღეს თბილისში, კერძოდ სასტუმრო “სტამბაში” მაკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ დაორგანიზებული კონფერენცია იწყება. ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღება, იქ იქნება-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს თბილისში, კერძოდ სასტუმრო “სტამბაში” მაკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ დაორგანიზებული კონფერენცია იწყება. ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღება, იქ იქნება – დაწყებული ქართველი აგენტებიდან, დამთავრებული მათი უცხოელი “კოლეგებით” და უფროს-პატრონებით. გიგაური, ხუციშვილი, ბოკერია, კრამერი, ჰოჯესი, პავილიონისი და ა.შ…. ბევრ საუბარს აღარ დავიწყებ იმაზე, რა მიზანი ამოძრავებთ “გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენლებს, ისედაც ყველამ ვიცით, რომ ჩამოთვლილი სახელ/გვარების მიზანი ჩვენ ქვეყანაში ომის განახალებაა ყველაფრის ფასად. მე მაქვს ერთი კონკრეტული კითხვა – კრამერი, ჰოჯესი და ძმანი მისნი გიგა ბოკერიას გვერდით რომ დგანან, დონალდ ტრამპს ბოკერიაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რაზეც ბრალი წარუდგინეს. ამერიკული სტანდარტით, როგორც ტრამპმა, ასევე ბოკერიამ იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ, მაგრამ მაინც საპირისპიროს ამტკიცებდნენ სიტყვით და ქმედებით. ჰოდა, პატივცემულო პანელელებო, თქვენივე სტანდარტით სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად კონფერენციების ჩატარება არ გიტყდებათ? სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების და ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის – მუდამ გეყოფათ “მცირე სასტუმროები” თქვენი ფარისევლური შეკრების ჩასატარებლად. ეგაა თქვენი მასშტაბი”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა