GD Banner
უცხოური მედია

UNIAN: გაერო პუტინს ეთამაშება – მედიამ გაარკვია, რას სთავაზობენ აგრესორს მარცვლეულის დერეფნის აღდგენის სანაცვლოდ

გაერო პუტინს ეთამაშება – მედიამ გაარკვია, რას სთავაზობენ აგრესორს მარცვლეულის დერეფნის აღდგენის სანაცვლოდ – ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა UNIAN-ი აქვეყნებს.

გაერო-მ უკვე მოამზადა ახალი წინადადებების პაკეტი „მარცვლეულის დერეფნის“ აღსადგენად. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

პაკეტის ნაწილია რუსული ბანკის ევროპული შვილობილი კომპანიის „ზირაათის“ SWIFT-სისტემაში ჩართვა და ევროპაში მდებარე სასუქების მწარმოებელი რუსული კომპანიების გაყინული აქტივების განბლოკვა.

როგორც Anadolu-ს სტატიაშია აღნიშნული, „მარცვლეულის შეთანხმების“ ალტერნატივის სახით წარმოდგენილი სხვა ფორმულები უსაფრთხოებისა და საფასურის მხრივ პრობლემატურია.

რუსეთი გამოდის ინიციატივით, 1 მლნ ტონა მარცვლეული თურქეთში გაიგზავნოს, სადაც ის კატარის ფინანსური დახმარებით გადამუშავდება და ფინანსურად ყველაზე მოწყვლად ქვეყნებში გაიგზავნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,341 ნახვა