GD Banner
პოლიტიკა

„თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება არა მიღწევების, არამედ იმის გამო, რომ რბოლიდან არ ამოვარდეს“ – ლინკევიჩუსი

თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება არა მიღწევების გამო, არამედ იმის გამო, რომ საქართველო სცენაზე დარჩეს – აცხადებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება:

“წინასწარ ვერ ვიტყვი, რა მოხდება, მაგრამ შემიძლია ვარაუდები გამოვთქვა. ჩემი აზრით, წლის ბოლოს არის შანსი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან ისინი უკვე კანდიდატები არიან. თუ ასე მოხდა, საქართველო ალბათ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რათა რბოლიდან არ ამოვარდეს. ეს იქნება არა მიღწევებისა და პროგრესის გამო, რომლებსაც ვერ ვხედავთ, არამედ იმის გამო, რომ საქართველო სცენაზე დარჩეს. ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა ყველაფერი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ.” ამბობს ლინკევუჩუსი.
კონფერენცია სახელწოდებით “პუტინიზმის დამარცხება” დღეს გაიხსნა. მასში  ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება “ქართული ოცნება”. კონფერენცია მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია.

კონფერენციაზე წაიკითხეს აშშ-ის  43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილი, რომელშიც ბუში კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება.

ჯორჯ ბუშის წერილში, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეცაა საუბარი და გამოთქმულია შეშფოთება, როგორ ექცევიან მას ციხეში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,885 ნახვა