“პირველი სექტემბერია, ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა სესხებით, ვალით, გაჭირვებით მოახერხა და ცხელ ზაფხულს მისი შვილები, ოჯახი გაარიდა დედაქალაქს რამდენიმე დღით, დასასვენებლად. კიდევ უფრო მეტმა ფიზიკურად, ფინანსურად ვერ მოახერხა 2-3 დღე დასვენებაც კი.
ზაფხულის პირველი ნაწილი ნაციონალურმა მოძრაობამ საპენსიო ასაკის დაწევაზე საუბარს, საპენსიო სესხების გაუქმებაზე კამპანიაში გავატარეთ და ამის გამო, რუსული პარტია ქვებით დაგვსდევდა შიდა ქართლში, კახეთში. აუცილებლად დავწევთ საპენსიო ასაკს, პენსია იქნება 600 ლარი, საპენსიო სესხებს გავუუქმებთ 400 000 – მდე პენსიონერს.
ამავე ზაფხულს, გავაკეთეთ გამარჯვების პლატფორმა გიორგი ვაშაძის სტრატეგია აღმაშენებელთან და უამრავი აქტიური, პროფესიონალი უერთდება ჩვენს პლატფორმას. არ დაგვიტოვებია არცერთი რეგიონი, სადაც ხალხთან ატიურად არ ვმუშაობთ და პლუს ქვეყნის გარეთ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე ახლა უკვე ერთობის პირობებში.
აგვისტოში, უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს და სრულიად საზოგადოება გააერთიანა ამ უმძიმესმა ტკივილმა. შოვში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა რუსული ოცნების, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ.
კახეთში განადგურებულია ყურძნის მოსავალი და მევენახეები უკიდურესად რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. შხამქიმიკატებისთვის აღებულ ვალებს, სესხებსაც კი ვერ ისტუმრებენ და მათი დახმარების ნაცვლად ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას ლანძღავს. უმძიმესი რეალობაა დასავლეთში, სადაც თხილს მიზერული ფასი ადევს და ფაქტობრივად 2-3 ლარად უწევს ადამიანებს ჩაბარება, რაც ნიშნავს, რომ უმძიმესი შემოდგომა და ზამთარი ელოდებათ წინ.
შოვის ტრაგედია, კახეთში განადგურებული ყურძენი, დასავლეთში ჩავარდა თხილის სეზონი და ამ დროს, ამ დროს პასუხის ნაცვლად, ისევ ენმ – ზე თავდასხმები და ისტერიულად ლანძღვა იმ პარტიის, ვინც ყველაზე მეტს მუშაობს ხალხთან, ხალხისთვის.
ხალხი ემზადება შვილების ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში მისასვლელად მოამზადოს. ადამიანებს უკიდურესად უჭირთ და უწევთ ფიქრი როგორ უყიდონ ფეხსაცმელი, პერანგი, სწავლისთვის საჭირო ნივთები, როგორ უქირაონ სტუდენტს სახლი. ამ პრობლემებზე და მათ გადაწყვეტაზე საუბარი კი არა, გაგონებაც არ უნდა ივანიშვილის მარიონეტებს.
აი ამ ფონზე, გამოჩნდნენ ადამიანები ვინც კობახიძესთან, “რუსულ ოცნებასთან” ერთად, ლანძღავს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ცდილობენ მაშველი რგოლი გადაუგდოს ხელისუფლებას. იქნებ თემა შეცვალონ, იქნებ სხვა დღის წესრიგი იყოს და ხალხს ამ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, შესთავაზონ ნაციონალური მოძრაობის ლანძღვა. თებერვალში, მარტში ისტერიული კამპანია ჰქონდათ ენმ-ის წინააღმდეგ და ახლაც იგივე სცენარით გამოიზაფხულეს. 1-ელ სექტემბერს უკვე ორგანიზებულად და დაგეგმილად მიიტანეს იერიში “გამარჯვების პლატფორმაზე”, მთავარ ივანიშვილის მოწინააღმდეგე პარტიაზე. უმძიმესად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ზოგი უკვე მეორედ “ტოვებს” ენმ – ს ზემოთ რაც ჩამოვთვალე იმ პრობლემებზე მოსაუბრე ამ ადამიანებს, ვერსად წააწყდებით, ნახავთ მხოლოდ ენმ -ის წინააღმდეგ ლანძღვისთვის ეხსნებათ პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხები ( იმედი, რუსთავი 2 და ა.შ …. )
ხალხი ბრძენია და უმარტივესად აკეთებს ანალიზს. ყველა ვინც კობახიძის, იმედის, პოსტ ტვს და რუსული პარტიის პირით საუბრობს, ხალხი თავად გასცემს პასუხს.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შოვის ტრაგედიის გამოძიების მიმართულებით, საპენსიო რეფორმაზე, კახელი მევენახეების დასაცავად კონკრეტულ ღონისძიებებსა და თხილითან დაკავშირებით ჩვენი ხალხის დაცვას.” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში