GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ფორმალურად ასრულებს მოთხოვნებს, ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს? ასე ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები

საქართველოს მთავრობას აქვს სახელმწიფოს გაძლიერების მიზანი, მათ შორის საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერების. ვხედავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამის საპირისპირო მიზანი აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა საქართველოს პრეზიდენტი უპირისპირდება იმ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს, რომელიც დასახული აქვს საქართველოს მთავრობას, ასეთ დროს სამუშაო ვიზიტზე ნებისმიერი უარი აბსოლუტურად ლოგიკურია.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი უხეშად უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მონიჭების ინტერესს.

„სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო წელსაც არ იმსახუხრებს კანდიდატის სტატუსს. გგონიათ, სულელები სხედან ევროკავშირში? ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს – ეს ხომ სისულელეა. ასე ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები. მათთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ხელისუფლება. ხალხი და ხელისუფლება არის ერთი და იგივე, რადგან ხალხი ირჩევს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ეს მესიჯი, რომ ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. თუ ხელისუფლება არ იმსახურებს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოგვენიჭოს. არ მოგვენიჭება და სწორედ ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ის პირდაპირ, უხეშად უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მონიჭების ინტერესს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი, რომ დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“,  – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,954 ნახვა