GD Banner
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე – იმდენად მსუყედ არიან ნაკვები აქაური ნაძარცვი ფულებით და “დავერბოვკებულნი”, ერთი თითის გატკაცუნება და გრეგოროვები, გლუქსმანები, კუბილიუსები, ფოტიგები, კრამონები და მათი მსგავსი სუბიექტები აკრიტიკებენ რაღაცას, მაგრამ რას, არ იციან

იმდენად მსუყედ არიან ნაკვები აქაური ნაძარცვი ფულებით და იმდენად არიან “დავერბოვკებულნი”, რომ ერთი თითის გატკაცუნება და გრეგოროვები, გლუქსმანები, კუბილიუსები, ფოტიგები, კრამონები და მათი მსგავსნი სუბიექტები ცალ ფეხზე, ასკინკილათი მხტუნავნი აკრიტიკებენ, რაღაცას, მაგრამ რას? აი ეს კი არ იციან! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, მსოფლიო უბნელესი ძალები, რომელთა ნაწილსაც სამწუხაროდ ეს ევროპალამეტარებიც წარმოადგენენ, მოქმედებენ ერთ კაბინეტში დაწერილი უსტარით, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და შემდეგ ქვეყნის ომში ჩაბმა.

მისი თქმით, როგორც კი გაცხადდა ქართული “ოცნების” გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, მაშინვე აწრიალდა ევროპაში ის ფენა, რომელთაც ლიბერასტ-ლობისტ-ქრთამისტები ჰქვიათ.

„როგორც კი გაცხადდა ქართული “ოცნების” გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, მაშინვე აწრიალდა ევროპაში ის ფენა, რომელთაც ლიბერასტ-ლობისტ-ქრთამისტები ჰქვიათ! იმდენად მსუყედ არიან ნაკვებნი აქაური ნაძარცვი ფულებით და იმდენად არიან “დავერბოვკებულნი”, რომ ერთი თითის გატკაცუნება და გრეგოროვები, გლუქსმანები, კუბილიუსები, ფოტიგები, კრამონები და მათი მსგავსნი სუბიექტები ცალფეხზე, ასკინკილათი მხტუნავნი აკრიტიკებენ, რაღაცას, მაგრამ რას? აი ეს კი არ იციან! ნათლად არის ნათქვამი, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია! ანუ დაარღვია ქვეყნის იურიდიული არსებობის საფუძველი, რომლის დაცვის გარანტიც თავად უნდა იყოს! ჩვენ იმიტომ გვინდა ევროპა, რომ ასე გვსმენია, გაგვიგია და გვჯერა (ყოველ შემთხვევაში გვინდა გვჯეროდეს), რომ ევროკავშირში გაბატონებულია უპირველეს ყოვლისა კანონის უზენაესობა და კანონის პატივისცემა! ესენი გამოდიან და პირიქით, მხარს უჭერენ და დახმარებას პირდებიან და უწევენ კიდევაც კანონის დარღვევებს! მაგალითად: უგულავა, რურუა, მელია, გვარამია… და ახლა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს! ყველაფერი ნათელია, მსოფლიო უბნელესი ძალები, რომელთა ნაწილსაც სამწუხაროდ ეს ევროპალამეტარებიც წარმოადგენენ მოქმედებენ ერთ კაბინეტში დაწერილი უსტარით! რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ამის შემდეგ ქვეყნის ომში ჩაბმა! „ – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,953 ნახვა