კონსტიტუციის დამრღვევი და არა გარანტორი სალომე ზურაბიშვილის დასაცავად კარგად ნაცნობი აგენტოკრატია მოიქოქა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
აბაშიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, უცხოელმა ლობისტებმა ერთმანეთის მსგავსი გზავნილებით დაიწყეს ზურაბიშვილის დაცვა, რითიც იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათი “მესიჯბოქსი” ერთ ოფისშია დაწერილი.
“კონსტიტუციის დამრღვევი და არა გარანტორი სალომე ზურაბიშვილის დასაცავად კარგად ნაცნობი აგენტოკრატია მოიქოქა. საგულისხმოა, რომ უსამშობლო სუბიექტები ერთსა და იმავე გზავნილს იმეორებენ და შთაბეჭდილება იქმნება, რომ ‘მესიჯბოქსი’ ერთ ოფისშია დაწერილი და შემდეგ გავრცელებული. “ქართული ოცნების” გუნდი კონსტიტუციის შეუვალობას იცავს, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საბოტირებენ ნაცოპოზიცია და მისი უცხოელი ლობისტები. რამდენჯერ უნდა მოახდინონ თვითლუსტრირება ერთი და იმავე დესტრუქციული ფრაზების გამეორებით მარგინალმა რადიკალებმა? იაფფასიანი შაპიტოს მონაწილეებად დამკვიდრდნენ სამარცხვინო სუბიექტები.” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.