GD Banner
Uncategorized

უკრაინის პოლიციამ ეროვნებით ქართველი ჯუმბერ სილაგავა მეუღლის და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თანდასწრებით, ქუჩაში დახვრიტა

გუშინ საღამოს, უკრაინის ქალაქ დნეპრში, ნაგოიანის გამზირზე, სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში, პოლიციის პატრულის მიერ გაჩერებული იქნა “იაგუარის” მარკის ავტომანქანა, რომლის მფლობელი იყო ქ. პეტრიკოვკის მაცხოვრებელი ჯუმბერ სილაგავა. აღსანიშნავია, რომ საჭესთან იყო მისი უკრაინელი მეუღლე. ჯუმბერ სილაგავასთან შელაპარაკების შედეგად, პოლიციელის მიერ ზურგში ცეცხლსასროლი იარაღით გასროლის გზით, ის ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული, მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თვალწინ,-ამის შესახებ ინფორმაცია დავით ქართველიშვილმა გაავრცელა. მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელში გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები, სადაც ასახულია, როგორ კლავენ პოლიციელები უიარაღო ადამიანს შვილების თვალწინ.

„ამის შემდეგ, ბუტა რობაქიძის “სპეცოპერაციის” საუკეთესო ტრადიციებში, ადგილზე იქნა გათამაშებული სპექტაკლი, თითქოს მანქანას მართავდა თავად სილაგავა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციელის მიმართ, რომელმაც თავდაცვის მიზნით მოახდინა (მართალია ზურგში გასროლით) ჯუმბერ სილაგავას ლიკვიდირება. მეორე დღეა უკრაინის სოციალურ ქსელებში მიდის “გმირი” პოლიციელის ქება-დიდების კამპანია და მისი დაჯილდოვებისკენ მოწოდებები“,-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

There was an issue retrieving stats. Please try again later.