GD Banner
პოლიტიკა

ნიკა მელია: ვერ ვიპოვი მეგრელს, რომელიც იტყვის, რომ ზაზა გოროზია ადამიანების კეთილდღეობისთვის იბრძვის. „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტში არჩევნებს ელოდებიან, რომ ფული სახლში წაიღონ და მეორე სართულს მესამე დააშენონ

ზაზა გოროზია სამეგრელოს რეგიონის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელია. ვერცერთ მეგრელს ვერ იპოვი, რომელიც გეტყვის ალალად, რომ ზაზა გოროზია იმიტომ იბრძვის, რომ სამეგრელოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის კეთილდღეობა გაზარდოს,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შეეძლო, პარტია სარეველასაგან გაეთავისუფლებინა, გარკვეული ადამიანები ჩამოეშორებინა, თუმცა მიაჩნდა, რომ ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია. 

„თუმცა, მე ახლა დავრწმუნდი, რომ მნიშვნელოვანია ერთობა სწორ ხალხთან, იმ ადამიანებთან ერთად ბრძოლა, რომლებიც 24 საათი იმაზე არ ფიქრობენ, როგორ იშოვონ და მოიპარონ ფული . მე ხომ კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს. ოპოზიციის წარმომადგენლები რომ არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს ახალია? შეუძლებელია, 10 წელი იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და მილიონობით შეფასებული სახლის მშენებლობას ამთავრებდე. არ მიდა კონკრეტული ადამიანები დავასახელო, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა იცის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმაც“ იცის და ეს არის ჩემი პრობლემა, რომ ასეთი ადამიანებისგან პარტია არ გავათავისუფლე. 24 საათი იმაზე ფიქრობენ, მოვიდეს არჩევნები და ფული სახლში წაიღონ, მეორე სართულს მესამე სართული დააშენონ“,-აცხადებს ნიკა მელია.

მისივე თქმით, ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტში არიან. 

„შეიძლება ეს იყოს ნაკლი პოლიტიკაში, მაგრამ ტყუილი არასდროს მიკადრებია. ეს ხალხი ქართული ოცნების დამარცხების ინსტრუმენტი არ არის. ეს ხალხი ჯებირია, ბარიერია, რომ ოცნება არ დამარცხდეს. ივანიშვილი არის ბედნიერი, როდესაც მათ უყურებს. იცის, რომ ზაზა გოროზიასთან ერთად რა უნდა მოხდეს, გოროზია არის ფრიდონ ინჯიას ახლობელი და ბიზნესპარტნიორი“,-განაცხადა მელიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა