GD Banner
პოლიტიკა

უკრაინის შს მინისტრი პატრულის მიერ მოკლულ ჯუმბერ სილაგავაზე: თუ კანონიერ ქვეყანაში გინდა ცხოვრება, კანონს უნდა დაემორჩილო და შვილებსაც ასწავლო კანონმორჩილება  

უკრაინის შს მინისტრი იგორ კლიმენკო უკრაინის ქალაქ დნეპრში, მეუღლისა და შვილების თვალწინ, ჯუმბერ სილაგავას მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოქალაქეები, რომლებსაც კანონიერ სახელმწიფოში ცხოვრება სურთ, თავად უნდა დაემორჩილონ კანონს და შვილებსაც უნდა ასწავლონ, რომ იყვნენ კანონმორჩილები,-ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხზე დაწერა და დასძინა, რომ „არის სიტუაციები, რომელიც უნდა გაანალიზდეს ცივი გონებით და ემოციებმა არ უნდა იმძლავრონ“.

„სიკვდილი – ყოველთვის უბედურებაა. მაგრამ დნეპრში მომხდარ ინციდენტში ობიექტურად გარკვევაა საჭირო. გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც პასუხს გაცემს ძირითად კითხვებს“,-აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ კანონმორჩილმა ადამიანმა თავის შვილებსაც უნდა ასწავლოს, რომ კანონს დაემორჩილონ.

„ეს სიტუაცია- სერიოზული პრეცედენტია. ომია და სიტუაცია ყოველთვის არ არის სტაბილური, მაგრამ ამ დროისთვის კონტროლირებადია ჩვენი სამართალდამცველების ძალისხმევის შედეგად. თუ ცალკეული მოქალაქეები დაარღვევენ კანონს და პოლიციას არ დაემორჩილებიან, სამართალდამცველი ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას და უკრაინულ საზოგადოებას ძალიან ბნელი დრო ელოდება“,-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 29 აგვისტოს ქალაქ დნეპრში ორმა პატრულმა Jaguar-ის მარკის ავტომობილი გააჩერა საგზაო წესების დარღვევის გამო. საჭესთან 38 წლის, უკრაინის მოქალაქის, ჯუმბერ სილაგავას მეუღლე იჯდა, რომელიც პოლიციელებმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს მანქანიდან. ამის შემდეგ სილაგავა  პატრულს დაუპირისპირდა. ის ჯერ დააკავეს, შემდეგ კი, მიწაზე დააგდეს და რამდენიმე გასროლით მოკლეს. დაპირისპირების კადრები სილგავას შვილმა მობილურით გადაიღო, რომელიც ძმასთან ერთად ავტომობილში იჯდა.

მოგვიანებით, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სილაგავა კონფლიქტის დროს აგრესიულად იქცეოდა. გამოძიების ეროვნული ბიუროს ვერსიით კი, ის თავად მართავდა ავტომობილს და ალკოჰოლის მიღების ნიშნებიც ჰქონდა. უკრაინულ მედიაში ასევე გავრცელდა ჯუმბერ სილაგავას ყოფილი მეუღლის კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ სილაგავას ავტომობილს მისი საყვარელი მართავდა და არა ცოლი.  


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,954 ნახვა