GD Banner
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკრაინაში ფაშისტური რეჟიმის პოლიციამ, მცირეწლოვანი ბავშვების და მეუღლის თვალწინ, ეროვნებით ქართველი ჯუმბერ სილაგავა მოკლა – სად არიან ძალით ჰუმანისტი ლიბერალები და ადამიანის უფლებათა დამცველები?!

უკრაინაში ფაშისტური რეჟიმის პოლიციამ, მცირეწლოვანი ბავშვების და მეუღლის თვალწინ, ეროვნებით ქართველი ჯუმბერ სილაგავა მოკლა! –  წერს საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, უკრაინის ქალაქ დნიპროში მომხდარი შემთხვევის შესახებ, რა დროსაც, სამართალდამცველებმა  ჯუმბერ სილაგავა მოკლეს.

შაქარიშვილის თქმით, სილაგავას მკვლელობას არ გამოხმაურებიან ლიბერალები და ადამიანის უფლებათა დამცველები, ვინაიდან მათთვის ქართველის და უკრაინელის სიცოცხლე უმნიშვნელოა.

მისივე განმარტებით, უკრაინაში სამობილიზაციო პროცესი მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ, რეჟიმი ძალის გამოყენებაზე გადავიდა და ჯუმბერ სილაგავაც, ზურგში გასროლით მოკლა.

“უკრაინაში ფაშისტური რეჟიმის პოლიციამ, მცირეწლოვანი ბავშვების და მეუღლის თვალწინ, ეროვნებით ქართველი ჯუმბერ სილაგავა მოკლა! სად არიან ძალით ჰუმანისტი ლიბერალები?! სად არიან ადამიანის უფლებათა დამცველები?! სად არიან BLM-ის მხარდამჭერი დემოკრატები?! უკრაინელის და ქართველის სიცოცხლე doesn’t matter?! უკვე დიდი ხანია, რაც უკრაინაში სამობილიზაციო პროცესი უმძიმესად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა დახურა ტელევიზიები, აკრძალა პარტიები და ყველანაირად ახშობს ალტერნატიულ აზრს, სიმართლე მაინც არ იმალება და უკვე აღარავის სურს “ხორცის საკეპ მანქანაში” საკუთარი სიცოცხლე შეწიროს ამერიკის დღევანდელი შეშლილი ადმინისტრაციის და საერთაშორისო კორპორაციების ინტერესებს. ამიტომ, რეჟიმი გადავიდა ძალის გამოყენებაზე და ახალგაზრდა კაცი ზურგში გასროლით მოკლა, მეუღლის და ბავშვების თვალწინ!!! ერთხელ და სამუდამოდ ყველამ დაასრულოს საკუთარი თავის და ხალხის მოტყუება! ჩვენმა ტელევიზიებმა, რომლებიც უკრაინის კონტრ-შეტევის “წარმატებებზე” გვიყვებიან, საქართველოს მოსახლეობას უნდა უთხრან სიმართლე! ყველამ თავი უნდა დაანებოს იმის მტკიცებას, რომ უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფოა, ომშია და ვითვალისწინებთ…

საკმარისზე მეტი მოვითმინეთ და საკმარისზე მეტი გავითვალისწინეთ!!! შევიფარეთ, დავაპურეთ, უმოკლეს დროში საკუთარ ენაზე განათლების საშუალება მივეცით!! ერთი მადლობა არ უთქვამთ და ამ დროს გვარამიას ჯილდო გადასცეს! ელჩი გაიწვიეს, ჩვენი გამოაგდეს, ომში გვითრევენ, ჩვენს შიდა საქმეებში ერევიან, ქართველების მწამებლები თანამდებობებზე დანიშნეს…. საკუთარი ქვეყანა ხო გაანადგურეს, ჩვენი ქვეყნის განადგურებაც უნდათ! ეკლესიებს არბევენ, მღვდლებს იჭერენ, პარტიებს საქმიანობა აუკრძალეს, ტელევიზიები დახურეს, კორუფციაში იძირებიან, დახმარების სახით გაგზავნილ დიდ ფულს იპარავენ, მობილიზაციას ძალადობით და მსხვერპლით ატარებენ… ევროკავშირის შეფასებით კი – დემოკრატიული რეფორმები უკრაინაში წარმატებით მიმდინარეობს… ღმერთმა უშველოს უკრაინელ ხალხს! ზელენსკის ბანდის და გლობალური ომის პარტიის მარწუხებიდან მალე გათავისუფლებას ვუსურვებ მათ!” – წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,955 ნახვა