GD Banner
პოლიტიკა

შარლ მიშელი – ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება – ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.

„გასულ წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, – აღნიშნა მიშელმა.

მისივე განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

„ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგი გრძელვადიანი ბიუჯეტი საერთო მიზნებს უნდა შეიცავდეს. ეს ამბიციურია, მაგრამ საჭიროა. ეს ჩვენ სერიოზულ განწყობას აჩვენებს“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის იმპულსი გახდება – იმპულსი რეფორმების ჩატარებისთვის, გამოიწვევს მათ ინტერესს, ინვესტიციებს და უკეთეს ურთიერთგაგებას.

„შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამის შესაბამისად. ამიტომ გაფართოების საკითხი ევროპული საბჭოს უკვე მომდევნო სხდომებზე განიხილება. ჩვენ დავიკავებთ მკაფიო პოზიციას უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. მე ასევე ველი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბოსნია – ჰერცეგოვინა და საქართველოც იქნებიან“, – განაცხადა მიშელმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,016 ნახვა