ევროკავშირსაც პუტინი აკონტროლებს? გამოვიდა შარლ მიშელი და ევროკავშირის გაფართოება 2030 წლამდე გადაიდოო… წარმოგიდგენიათ, ქვეყნები თითქმის 20 წელია კანდიდატები არიან და წევრობას ელოდებიან (მაგალითად სერბეთი, მაკედონია) და უცბად არაო ჯერ არაო – კიდევ დაიცადეთო – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
ექსპერტის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის სურვილიც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმაა, რათა რევოლუციისთვის მოემზადონ. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან იმედგამაცრუებელი და პუტინის საქმის კეთებაა. “ევროკავშირსაც პუტინი აკონტროლებს? გამოვიდა შარლ მიშელი და ევროკავშირის გაფართოება 2030 წლამდე გადაიდოო… წარმოგიდგენიათ, ქვეყნები თითქმის 20 წელია კანდიდატები არიან და წევრობას ელოდებიან (მაგალითად სერბეთი, მაკედონია) და უცბად არაო ჯერ არაო – კიდევ დაიცადეთო რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის განცხადებებსა და მიდგომებს, ამას ყველა ხვდება რომ მათი მიზანიც და ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ საქართველო არ გახდეს კანდიდატი და ამას დაიწერენ თავის თავზე და რევოლუციისთვისაც მოემზადებიან.. რომ ვითომ მხოლოდ მათ ხელში გახდება ქვეყანა კანდიდატი, არადა სწორედ მათ დროს გახდა ქვეყანა ყველაზე მწამებელი და ყველაზე არადემოკრატი… არა სასურველი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი…. არ ვიცი ასეთ დროს რა შეიძლება თქვა იმ ადამიანმა, რომელსაც ოცნებად აქვს ქცეული ცხოვრობდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ეს არის იმედგაცრუება და მართლა პუტინის საქმის კეთება… რა ვიცი რასაც ვუყურებ, ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს რათა კანდიდატი გავხდეთ, მაგრამ რას გაუგებ ამ ევროპას? თითქმის წევრ ქვეყნებს აღარ იღებენ და ჩვენ რას გვიზამენ? – ეგ არც მინდა წარმოვიდგინო.” – წერს ლატარია Facebook-ზე.