GD Banner
პოლიტიკა

საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს – ბჟანია

„საქართველოსთან პრეტენზიები არ გაქვს, მაგრამ ჩვენ რაც გვეკუთვნის, იმას ნამდვილად არ დავთმობთ“- ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ბუნებრივია, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა. საქართველოსთან ჩვენ პრეტენზიები არ გვაქვს – სხვისი მიწისთვის ომს არ ვაწარმოებთ, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, მაგის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებთ“, – განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ნატო ადრეც და ახლაც საქართველოს აქტიურად ეხმარება. მისი თქმით, ნატო საქართველოში რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს და საქართველოს სამხედრო ტექნიკას გადასცემს.

„საქართველოში ყოველწლიურად 10-მდე სამხედრო წვრთნა ტარდება და ყოველი ასეთი წვრთნების შემდეგ საქართველოში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა რჩება. ამაზე ჩვენც რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, – ამბობს ბჟანია.

ბჟანიამ ასევე არ გამორიცხა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს, მაგრამ „ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შენარჩუნდება აფხაზეთის დამოუკიდებლობა და აფხაზი ხალხი თავისი პოზიციის დაფიქსირება შეძლებს“.

რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან მიერთება ბჟანიამ ადრეც არ გამორიცხა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,822 ნახვა