GD Banner
პოლიტიკა

რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი, ადვოკატი პაველ ასტახოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, ის საქართველოს გავლით თურქეთში აპირებდა გამგზავრებას, სადაც ახალი დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს.

„სომხეთში გადამღებ ჯგუფთან ერთად ფილმებისთვის „ახალი კიდობნისა“ და „წარღვნისთვის“ მასალების გადაღების შემდეგ, ჩვენ სომხეთ-საქართველოს საზღვარს ვკვეთდით, რომ ტრანზიტული გზით თურქეთში წავსულიყავით არარატთან, სადაც, ასევე, იგეგმებოდა გადაღებების გაგრძელება, მაგრამ საქართველოს საზღვართან მესაზღვრეებმა უკანონოდ და უმიზეზოდ გაგვაჩერეს, თითქმის 7 საათის განმავლობაში, დოკუმენტების ჩამორთმევითა და პირადი ნივთების ჩხრეკით. ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა ქართულ და ინგლისურენოვან პროტოკოლზე. საბოლოოდ კი, ფილმის რეჟისორთან ერთად საერთოდ შეშვებაზე გვითხრეს უარი“, – აღნიშნა ასტახოვმა რუსულ მედიასთან საუბარში. 

ამასთან, მან ქართველი მესაზღვრეების ქმედებებს „პროვოკაცია“ უწოდა და თქვა, რომ „თარჯიმანიც არ იყო უზრუნველყოფილი“. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,953 ნახვა