GD Banner
საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები. ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ტერიტორიაზე მათი შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამისი პროცედურების დასრულებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა