GD Banner
პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: კითხვები( Дмитрий Анатольевич Медведев) დიმიტრი ანატოლის-ძე მედვედევს!

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლის ადრესატი რუსეთის ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევია.

„კითხვები( Дмитрий Анатольевич Медведев) დიმიტრი ანატოლის-ძე მედვედევს!

რომელიც, 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი იყო!

უცნაურად, “სწორ ადგილზე“ იფეთქა საქართველოს თემამ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის- დიმიტრი მედვედევის რიტორიკაში. მხოლოდ პოლიტიკური ანალიზით და ფაქტების ექსკურსით რომ შემოფარგლულიყო დიმიტრი ანატოლევიჩი, დიდად არც მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ… აი, საყვედურებისა და, მით უფრო, მუქარის გახსნილმა ტექსტმა კი დამაფიქრა! აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთთან შეერთების ფაქტით დაქადნებამ, დნრ- ისა და ლნრ-ის ისტორია გამახსენა. გამახსენა რვაწლიანი ომი და ათასობით ჩახოცილი ბავშვი დონეცკის ოლქში… რვაწლიანი სრული დუმილი რუსეთის მხრიდან და ამერიკა – ევროპასთან მიმდინარე ვასვასი ამ ფონზე. გამახსენა რუსეთის მხრიდან დაუსრულებელი ვაჭრობა ნატოს გაფართოების შეჩერების მიზნით და დონეცკ- ლუგანსკის გამოყენება სავაჭრო “ტავარად”… ცხადია, კოსოვოც გამახსენდა, მაგრამ ეგ მერე იყოს… რა უნდა დიმიტრი მედვედევს?! ვის წისქვილზე ასხამს წყალს?! რომელი რუსეთის სახელით ავრცელებს პროვოკაციულ განცხადებებს?! რატომ ემთხვევა მისი პოლიტიკური მიზნები საქართველოს შიდა მტრების, ე.წ. ოპოზიციის და საქართველოს “ პარტნიორების” მიზნებს?!… ჩემმა კითხვებმა თუ გაურკვევლობა გამოიწვია, სჯობს, პირდაპირ მივმართო ადრესატს და ვცადო, გავერკვეთ, რა ახალ უბედურებაში მიაქანებენ რუსეთს.

რამოდენიმე შეკითხვა დიმიტრი ანატოლის- ძე მედვედევს!

1. იცით თუ არა, დიმიტრი ანატოლევიჩ, რომ საქსრთველოს მტრად ქვეული პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, რომლებიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას აპროტესტებენ და თბილისის ცენტრში მოლოტოვის კოკტეილებს ისვრიან, რომელნიც რუს ტურისტებს ქუჩებში ამუნათებენ და რუსოფობიას გეგმაზომიერად აღვივებენ, რუსეთიდან წამოსული ფულითაც ფინანსდებიან?! დიახ, რუსული ფულით! ამიტომ, უფრო უპრიანი ხომ არ იქნება, რომ თქვენ, როგორც ამ ფაქტით შეშფოთებულმა უშიშროების მდივანმა, შეისწავლოთ და ოფიციალურად გვამცნოთ, ვინ და რა ფულს რიცხავს ელენე ხოშტარიას ( ოპოზიციის ლიდერი, ანტირუსული და ანტიქართული პოლიტიკური კამპანიის ერთ- ერთი ხელმძღვანელი) ოჯახის ანგარიშებზე?… არის თუ არა ეს უზარმაზარი თანხა სოლიკო ვირსალაძის ჰონორარი და რომელ თეატრებში გამოიყენეს ამ დიდი მხატვრის თეატრალური კოსტუმები ბოლო წლებში? ასევე, იქნებ შეისწავლოთ და ოფიციალურად მოგვაწოდოთ მასალა კობა ნაყოფიას (ოპოზიციის ფლაგმანის – ნაცმოძრაობის გენმდივანი) რუსეთში, კერძოდ კი, “რუსულ ოქროში” საქმიანობის შესახებ? მის წილებზე და დამსახურებაზე რუსეთის წინაშე.

2. ძალზედ დაგვავალებთ, თუ გაერკვევით და გვეტყვით, ვისი მოთხოვნით ხორციელდება რუსეთში არსებული და კარგად გამოკვებილი ლიბერასტულ- გლობალისტური ორგანიზავიების “ელცინის ცენტრი”, გორბაჩოვის ფონდი”, “კარნეგის ცენტრი” და სხვა მრავალის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მტრების – ქართული ოპოზიციისა და ევრო-ამერიკელი პოლიტტექნოლოგების ხელშეწყობა და გამზადებული პროექტების საქართველოში ექსპორტი! სხვათა შორის, ბოლო 30 წლის მანძილზე… დიახ, რუსეთიდან საქართველოში ექსპორტი – ანტიქრისტიანული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიადამიანური პროექტების!

3. გთხოვთ, განგვიმარტოთ და კარგად აგვიხსნათ, თუ რატომ დაემთხვა თქვენი განცხადება აფხაზეთ-ოსეთის რუსეთთან მიერთების შესახებ, ამერიკა-ევროპის და ქართული, მტრად ქცეული ოპოზიციის ( ნიკა გვარამიას განცხადება) მხრიდან ამ დღეებში გაკეთებულ მოთხოვნებს: კერძოდ, თუ საქართველო უარს იტყვის თავის ყოფილ ავტონომიებზე, ყოველგვარი ბარიერების გარეშე მოხდება მისი გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. მე, პირადად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენმა ამ განცხადებამ, სერიოზულად გაამაგრა და ფასი შემატა ქართველი ხალხისთვის არაფრისმთქმელ და მიუღებელ, ასე ვთქვათ, უკვე ჩავარდნილ პროექტს!

4. დიმიტრი ანატოლევიჩ, ვის წარმოადგენთ თქვენ? რაში დაგჭირდათ ამ თემის უტრირება და წამოწევა? დავიჯერო, ვლადიმერ პუტინისთვის გინდოდათ გეჩვემებინათ თქვნი შემართება? დავიჯერო, მას ასეთ იდიოტად მიიჩნევთ?!… დავიჯერო, იმედი გაქვთ, რომ ახალი მსოფლიოს მოდელში, სადაც მრავალპოლუსიანობა, სამშობლო, ოჯახი და ღმერთი დომინირებს, თქვენი ამ მდაბიო პროვოკაციით რაიმეს შეცვლით?

5. რუსეთს მიხედეთ, ბატონებო, რუსეთს! რუსოფობიური განცხადებები ამოწმეთ თქვენ “ელიტაში”. უშველეთ ცენტრობანკს, რომელიც სულაც არ არის რუსული. დაასრულეთ ლიბერალ- გლობალისტური დაღუპვა თქვენი სახელმწიფოსი! მოეშვით თამაშს და მანიპულაციებს! პირდაპირ გვიპასუხეთ კითხვებზე, რომელიც ასე სჭირდება მშვიდობიან მსოფლიოს!

აუცილებლად ვთარგმნი და რუსულ ტექსტსაც დავდებ, ჩემო მეგობრებო!“,-წერს ხათუნა ხოფერია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,954 ნახვა