GD Banner
საზოგადოება

მე არ მყავს არც დედა, არც მამა, არც ცოლი, მხოლოდ ძმა, რომელიც მივლის და ჩემი მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს

მე არ მყავს არავინ არც დედა, არც მამა, არც ცოლი, მხოლოდ ძმა მყავს რომელიც მივლის და ისიც ჩემი მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს,-ამის შესახებ პირველი ჯგუფის ინვალიდი, ირაკლი გელაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს. 

ირაკლი გელაშვილი რამდენიმე წლის წინ სიმაღლიდან ჩამოვარდა და ხერხემლის მალები დაიზიანა. ერთი წლის წინ სამკურნალოდ საფრანგეთში იყო წასული, მაგრამ უსახსრობის გამო,  მკურნალობა არ ჩაუტარდა, მხოლოდ საკვებს აძლევდნენ. საქართველოში, მარტში  კიდევ უფრო დამძიმებული მდგომარეობით ჩამოვიდა და ახლა სამშობლოში, თავისი ხალხის დახმარების იმედი აქვს.

„საფრანგეთში რთული პერიოდი გამოვიარე სანამ თავშესაფარში მივიდოდი ..სადაც ვიყავი, იქ მხოლოდ მიცვლიდნენ და მაჭმევდნენ .. არანაირი მასაჟი არ ჩამტარებია იქიდან წამოსული სულ ნაწოლებში ვიყავი ძლივს მოვირჩინე.

თქვენთან სათხოვარი მაქვს, იქნებ შეძლოთ და გვერდში დამიდგეთ, უკვე 5 წელია რაც ინვალიდი ვარ, ვერ ვჯდები ჩემით, ვერ ვწვები, ვერ ვდგები, ვერაფერს ვაკეთებ გარდა უმოძრაოდ წოლისა. ვიტარებ მასაჟის კურსებს, რათა ჩემით მოვახერხო ეტლში გადაჯდომა მაინც
მთელი გულით გთხოვთ, გვერდში დამიდგეთ. მეტი აღარ შემიძლია.  იქნებ პოსტის დადებით დამეხმაროთ, რომ განვაგრხო რეაბილიტაცია. კეთილი ადამიანების  დახმარებით უკვე დავიწყე მასაჟის კურსი და მჭირდება ბოლომდე მივიყვანო დაწყებული მკურნალობა“,-ამბობს ირაკლი გელაშვილი. 

„გთხოვთ ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე დამიდგეთ გვერდში, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ მობრძანდეთ და მნახოთ, რა მდგომარეობაშიც ვარ. გთხოვთ, თუნდაც 1 ლარით და 1 გაზიარებით დამიდგეთ გვერდში​

თიბისი ბანკი #GE88TB7048045068100008 მიმღები ირაკლი გელაშვილი

საქართველოს ბანკი #GE36BG0000000698240500 მიმღები ირაკლი გელაშვილი

ლიბერთი ბანკი #GE41LB0211153697373000 მიმღები ირაკლი გელაშვილი

პ/ნ 01001068972

სურვილის შემთხვევაში, ირაკლი გელაშვილთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ, დარეკოთ ამ ნომერზე- 557 44 39 86

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,955 ნახვა