GD Banner
საზოგადოება

თუ მხარს დამიჭერთ, მინდა ამ ხელისუფლებას, თბილისის მერს ვთხოვო, “სიბერის პატიმრებისთვის” შეელიეთ ამ შენობას და არ გაყიდოთ

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს.

„მომისმინეთ, რა!!!

წერილის ბოლოს თქვენ მხარდაჭერას გთხოვთ ისე, როგორც არასდროს!

ამაზე ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, მაგრამ უკვე მერამდენედ მთხოვენ ვუპასუხო შეკითხვას- ჩავაბარებდი თუ არა მოხუც მშობლებს ხანდაზმულთა სახლში? ამაზე პასუხი უკვე გაცემული მაქვს და უუუუსაშველო შრომის, განცდის, დაძაბულობის, პირადი ჯანმრთელობის გაუარესების, უძილო ღამეების მიუხედავად ისევ ვპასუხობ, რომ – არააა, ვერ ჩავაბარებდი! აგერ, გვერდით მყვანან და ღამეში რამდენჯერ ვიღვიძებ, რომ მეჩვენება, დედა მეძახის და მისი ოთახისკენ გავრბივარ. დედა დღის მანძილზე კი წამდაუწუმ მართლა მეძახის და ერთხელ გადავიღებ და გაჩვენებთ, როგორ მხვდება, როცა მის დაძახილზე ოთახში შევდივარ-ხელებგაშლილი, გაცინებული, მერე მეხუტება, მკოცნის და მეუბნება:

– მეგონა წახვედი, დედა!

-არა დეე, სად უნდა წავიდე, შენთან ვარ…

– დედა, შიშველი მკლავები რატო გაქვს, ჩაიცვი, არ გაცივდე( არა და გარეთ პაპანაქებაა) და მთხოვს, ფეხებზე კარგად შემოვუკეცო. საკმარისია , ოდნავ ხმას ავუწიო ან რაიმეზე ვუსაყვედურო და მაშინვე უმძაფრდება დაავადება, რომელიც ნახევარ მსოფლიოს აწუხებს(დემენცია) მაშინვე ვავიწყდები და მიბრძანებს- ახლავე ჩემს ნინოს დაუძახეთ, იცის, რომ მისი ნინო არ უნდა გაუბრაზდეს, არ უნდა უსაყვედუროს, იმიტომ რომ ნინო მისი შვილია,თვითონ რომ გააჩინაა, გაზარდა, დედამიწის ყველა სიკეთე მისთვის რომ უნდოდა… რატომღაც, ყველაზე ხშირად სწორედ ის ეჩვენება, რომ სხვაგანაა, სადღაც უცხო გარემოში, თავშესაფარში და ეშინია… აღარ გავაგრძელებ დრამატიზებას, უბრალოდ, იმ კაი გოგოს მინდა ვუპასუხო, მამა რო”ჩააბარა” და ახლა მარწმუნებს თუ თავს ინუგეშებს- იქ უკეთესადააო… დაანებეთ თავი ამ აგიტაციას, მშობლებს უნდა უვლიდეს შვილი და ამისათვის ყველა პირობას უნდა უქმნიდეს სახელმწიფო, კი, ცოტა უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს მოხუცებზე, თუნდაც, პამპერსით უზრუნველყოფდეს, ასეა უცხოეთში და მხოლოდ მოხუცთა თავშესაფრებზე ნუ აპელირებთ!

ახლა, თუ მხარს დამიჭერთ მინდა ამ ხელისუფლებას, თბილისი მერს ერთი იდეა შევთავაზო- იქნებ მოხუცთა სასტუმრო გაგვეკეთებინა, სადაც მოხუცების რამდენიმე დღით დატოვება იქნება შესაძლებელი, (შესაბამისი თანადაფინანსებით) და მერე ისევ სახლებში დაბრუნდებოდნენ. ამისთვის შესანიშნავი გარემოა დიღმის მასივში, სადაც ადრე ბავშვთა სახლი იყო, ახლა კი უზარმაზარი ეზოთი სავსეა მწვანე ნარგავებით და სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობებით. საკუთარი მოქალაქეებისთვის, “სიბერის პატიმრებისთვის” შეელიეთ ამ შენობას და არ გაყიდოთ დაუთმეთ იგი ჩვენს მშობლებს ბებია-ბაბუებს! ვფიქრობ, ეს იქნება ჰუმანური , სასიკეთო და საშური საქმე… მეტს აღარ გავაგრძელებ, რიტორიკული მგონია ეს მიმართვა და იმიტომ!!! ამ სასტუმროში მოხვედრა ბედნიერება იქნებოდა და ყველასთვის და არასოდეს იქნებოდა სადაო და განსახილველი!!!

ისე, ყველა დავბერდებით და მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ!“,-წერს ნინო კვაჭანტირაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,905 ნახვა