GD Banner
Uncategorized

კადიროვი პრიგოჟინზე: მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, მაგრამ მან ვერ ნახა, ან არ სურდა ენახა სრული სურათი იმის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი სამძიმარს გამოთქვამს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ჯერ კიდევ ოფიციალურად დაუდასტურებელი გარდაცვალების შესახებ, რასაც რუსეთისთვის „დიდ დანაკლისს“ უწოდებს და „ტელეგრამზე“ მასთან ერთად ადრე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, როცა პრიგოჟინმა მას „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ ვაგნერის ოქროს მედალი გადასცა.

„ევგენი ვიქტოროვიჩი თავისი ასაკისთვის ძალიან აქტიური იყო, ის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ეროვნული მასშტაბით. მაგრამ ცოტა ხნის წინ მან ან ვერ ნახა, ან არ სურდა ენახა სრული სურათი იმის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება.

ვთხოვე, დაეტოვებინა პირადი ამბიციები, უპირველესი ,ეროვნული მნიშვნელობის საკითხების გამო. დანარჩენი ყველაფერი მოგვიანებით გადაწყდა. მაგრამ ის ასეთი იყო, პრიგოჟინი, თავისი რკინის ხასიათით და მიზნის მიღწევის სურვილით, აქ და ახლა“, – წერს კადიროვი.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრიგოჟინთან დიდი ხანია მეგობრობდა და ხშირად უწევდათ ურთულესი საკითხების მოგვარება. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Wagner PMC-ის დამფუძნებელმა დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის სამხედრო ოპერაციაში და თქვა, რომ ეს დამსახურება მას, არ შეიძლება წაერთვას.

„მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი სახელმწიფოსთვის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ევგენი ვიქტოროვიჩის ოჯახს და მეგობრებს“, – დასძინა კადიროვმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,918 ნახვა