GD Banner
უცხოური მედია

New York Post- გაზრდილი კრიმინალისგან თავის დაღწევისა და გაძვირებული ცხოვრების გამო, მსხვილი ფინანსური კომპანიები თავიანთი სტაფით, ნიუ-იორკიდან სხვა შტატებში გადადიან

კრიმინალის უკონტროლო თარეშის, მკაცრი საგადასახადო სისტემისა და შეუსაბამოდ გაძვირებული საცხოვრებელი პირობების გამო, 158-მა მსხვილმა ფინანსურმა კომანიამ $993 მილიარდიანი აქტივითა და ათასობით მაღალანაზღაურებადი თანამშრომლით, ნიუ-იორკი უკვე დატოვა,-ამის შესახებ New York Post წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი კომპანიები ტოვებენ თავიანთ ფეშენებლურ შენობებს და „მზიან შტატებში“ გადადიან. 

ანგარიშის თანახმად, ფლორიდაში გადავიდა 56 მსხვილი კომპანია, დანარჩენის დიდი ნაწილი კი, შედარებით თბილ შტატებში: ტეხასში, სამხრეთ და ჩრდილო კაროლინაში.

ნიუ-იორკი არ არის ერთადერთი, საიდანაც ოფისების და თანამშრომლების გადინება დაიწყო. კალიფორნიამაც 1 ტრილიონ დოლარზე მეტი აქტივის მქონე კომპანიები დაკარგა. ისინი ფლორიდაში, ტეხასსა და სხვა, შედარებით იაფიან შტატებში გადანაწილდნენ.

ექსპერტების ვარაუდით, მასობრივ მიგრაციას გამანადგურებელი ფინანსური ზიანის მიყენება შეუძლია. გასულ წელს უოლ-სტრიტზე მოდიოდა ქალაქის ეკონომიკური აქტივობის 16%, რაც შტატის მასშტაბით 7,3%-ია. ოქტომბრის მონაცემებით, უკანასკნელი მაჩვენებელი 1,7%-ა.

გარდა ამისა, მოსახლეობის გადინება სერიოზულ საგადასახადო შედეგებს მოიტანს ქალაქსა და შტატში. შედეგად, მცირდება სამუშაო ადგილები და საშემოსავლო გადასახადის გზით, ბიუჯეტში შესული თანხები. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,853 ნახვა