GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

რუსეთში უახლოეს მომავალში სამოქალაქო ომი გარდაუვალია – სააკაშვილი

რუსეთში, ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერები ემსხვერპლნენ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და წერს, რომ ამის გამო რუსეთში უახლოეს მომავალში სამოქალაქო ომი გარდაუვალია.

„პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა. ეს არის უახლოესი კვირების და თვეების ამბავი. პუტინს პრიგოჟინი რომ არ მოეკლა, ის რუსების გაგებით უახლოეს კვირებში დასრულდებოდა.

ამ მკვლელობით პუტინმა სულ ცოტათი გაიხანგრძლივა თავისი არსებობა, მაგრამ მაინც ძალიან მალე დასრულდება, არა მხოლოდ პუტინი არამედ რუსული სახელმწიფოც“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნო­ბის­თვის, 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა, რომელზეც რუსული მხარის ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები, მათ შორის მისი ხელმძღვანელიც, იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფა, რომელსაც 10 ადამიანი შეეწირა, ფართოდ გავრცელებულია მტკიცებით, იყო მკვლელობა ივნისში პრიგოჟინის აჯანყებაზე შურისძიების მიზნით, რომელიც პუტინს დაუპირისპირდა. თუმცა არც პრიგოჟინის გარდაცვალებაზე და არც პუტინის ბრალეულობაზე ამ საქმეში, ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,802 ნახვა