აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა
როგორც ტრამპი აცხადებს, მას არაფერი დაუშავებია.
„ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს… მე არაფერი დამიშავებია“, – ამბობს ტრამპი.
ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული.
„ჩვენ გვაქვს ყველა უფლება, გავაპროტესტოთ არჩევნები, რომელიც არაკეთილსინდისიერად მიგვაჩნია“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
Facebook Comments Box