GD Banner
ჯანდაცვა

წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა, ფასის ზედა ზღვარი 2 300-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული

წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.

კერძოდ, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე მიმოქცევაში აქტიურად არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.

„რეფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40 პროცენტით შემცირდება“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: https://referenceprice.moh.gov.ge/

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,802 ნახვა