რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, აშშ-ის ყოფილი ელჩის რუსეთში, მაიკლ მაკფოლის განცხადებით, პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს საბოლოოდ შურისძიება სურდა.
მაკფოლის თქმით, პუტინმა სწორედ დღეს მოიყვანა შირისძიება სისრულეში.
პრიგოჟინმა თავისი ამბოხებით დაამცირა პუტინი. პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს საბოლოოდ შურისძიება სურდა. როგორც ჩანს, მან ეს დღეს გააკეთა. მაგრამ თუ მეგობრების მოკვლა მოგიწევთ, ეს ნამდვილად სიძლიერის ნიშანია?” – წერს მაკფოლი.
ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ, იმყოფებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. „როსავიაცია“ იტყობინება, რომ ის მგზავრთა სიაში იყო.
საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია.
Facebook Comments Box