არ მიკვირს, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფის შედეგად შესაძლო გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას.
როგორც ბაიდენმა ნევადაში ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთში თითქმის არაფერი ხდება ისეთი, რის უკანაც ვლადიმერ პუტინი არ დგას.
რუსული მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან რვა ადამიანის ცხედარი უკვე იპოვა.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ბიზნეს თვითმფრინავი, რომელიც ასევე ეკუთვნის ევგენი პრიგოჟინს, მოსკოვში დაეშვა. Flightradar-ის ცნობით, Embraer ERJ-135BJ Legacy 650 ნომრით RA-02748 ოსტაფიევოში დაჯდა.
შეგახსენებთ, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა.