GD Banner
ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის “ნაცმოძრაობას”, პროპაგანდა გაუწიონ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და პოპულისტური განცხადებების კეთებით არ ეცადონ, შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში

ხან კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ სახელმწიფომ რთველის დროს გლეხებს და მევენახეებს დახმარება გაუწიოს. ახლა არჩევნები ახლოვდება, ამიტომ უნდათ გულის მოგება და დღეს ეს იდეა წამოაყენეს, – ასე შეაფასა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა, რთველისთვის გამოყოფილი სუბსიდია მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებზეც გადანაწილდეს.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან არც ერთი მევენახე უყურადღებოდ არ რჩება, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, პოპულისტური განცხადებებით, მევენახეებში გაუგებრობა შეიტანოს. მისივე თქმით, სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს, რომელსაც ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს.

“არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე. სახელმწიფოს აქვს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა და მოვუწოდებ ყველას, რომ პროპაგანდა და მხარდაჭერა გაუწიოს, მათ შორის, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ამ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და პერიოდულად, ასეთი პოპულისტური, ყოველგვარ ეკონომიკურ გათვლაზე დაუმყარებელი განცხადებების კეთებით არ ეცადონ, რომ შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,331 ნახვა