ზიმბაბვეში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტ ემერსონ მნანგაგვას განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც მის პარტიას ხმას მისცემენ, სამოთხეში მოხვდებიან.
“არავინ შეგვიშლის ხელს ქვეყნის მართვაში”, – განაცხადა მნანგაგვამ.
80 წლის მნანგაგვამ, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში ძალაუფლება 2017 წლის გადატრიალების შემდეგ მოიპოვა, ხალხს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ოთხშაბათს გამართულ მიტინგზე პრეზიდენტმა მხარდამჭერებს პური დაურიგა, რომელზეც მისივე სახე იყო გამოსახული.
“ჩვენ მუდამ წინ მივიწევთ და ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოუტანა ამ ქვეყნის ხალხს და იმპერიალიზმი განდევნა”, – თქვა მნანგაგვამ დედაქალაქ ჰარარეში გამართულ აქციაზე.