არ ვარ მე სუსტი ქალი და ეს არ არის ის, რითაც მე გამაჩუმებენ,-ასე პასუხობს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე მის გარშემო აგორებულ სკანდალს.
მისი თქმით, ის სხვა ქალების უფლებებსაც დაიცავს.
„მე თუ ვინმე მჩაგრავს, ჩემი ხასიათის პატრონს ხომ? არ ვარ ისეთი, რომ უკან დავიხიო, ან სიმართლეს თვალი არ გავუსწორო, უმწეო ქალებს რაღა მოსდით ამ ქვეყანაში. ბევრი მსმენია ქალების ჩაგვრის შესახებ. „საფართან“ რა ურთიერთობაც მაქვს, საოცრებები მესმის მთელი წელია. ამ საწყალი ქალების სახელით, გპირდებით, ვიბრძოლებ, რომ ქალების უფლებები დავიცვა ამ ქვეყანაში. ვიბრძოლებ, რომ ჩემი ხალხის უსაფრთხოება დავიცვა ამ ქვეყანაში, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ შოვისნაირ ტრაგედიას არ მოჰყვეს ადამიანების მსხვერპლი. ვიბრძოლებ, რომ ჩემი ერი, ჩემი ხალხი იყოს დაცული. ჩემი ქვეყანა იყოს დაცული და ამ ვაიპარლამენტარების და ვაიკაცების კომენტარები ვერ შემაშინებს! მე ვარ ძალადობის მსხვერპლი თეა გოდოლაძე და გპირდებით, რომ იმ ძალადობის წლისთვის და იმ სტრესისთვის, რაც მე გადამატანინეთ, ამისთვის ვიბრძოლებ!“,-განაცხადა თეა გოდოლაძემ „ფორმულას“ ეთერში.