დღეს “კურიერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს და თეა გოდოლაძეს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.
ბრალდებული თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მისი დისკრედიტაცია ხდება და შოვის ტრაგედიის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს ვერ პატიობენ. ამის შესახებ მან „ამბები.გე“-სთან საუბრისას განაცხადა.
„პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ამის გამო, მე გამოვიძახე პოლიცია, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული მის წინააღმდეგ, მას უწევდა ციხეში წასვლა და ეს რომ არ მომხდარიყო, ათქმევინეს, რომ თითქოს მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე და ასე აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ. არადა, ეს სიცრუეა. პირიქით, მან იძალადა ჩემზე, რადგან არ მოსწონდა მე და მამამისს რომ გვქონდა ურთიერთობა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. ეს არის 2021 წლის ამბავი, მაშინ მე არაფერი მითქვამს… მაგრამ შემდეგ, როცა მე ჩემს პარტნიორს ძალადობის გამო გამოვუძახე პატრული, ეს ძველი ამბავი გამოიყენეს. ათქმევინეს, თითქოს მე ვიძალადე მის შვილზე და გამოყვეს ცალკე წარმოებაში ეს საქმე. რაღაც თქვი გოდოლაძეზეო და მან ეს თქვა. 2021 წლის ამბებზე საუბარი, აქეთ ვარ დაზარალებული. მოკლედ, გამოიგონეს საქმე ჩემს წინააღმდეგ და ახლა ატრიალებენ ამას. ვიმეორებ, მე შეტანილი მაქვს საჩივარი. ჩემზე მოხდა ძალადობა. მე დავწერ ამაზე განცხადებას, დეტალურად გავავრცელებ ინფორმაციას. ვიმეორებ, პოლიცია გამოვიძახე ჩემი პარტნიორის წინაღმდეგ, იმიტომ, რომ ფიზიკურად იძალადა ჩემზე. ორდერი ორივეზე იყო გამოცემული, მაშინ ჩემზეც გამოსცეს, მე გავასაჩივრე ეს გადაწყვეტილება და მოვიგე, იმიტომ, რომ ყველა მიხვდა, კერავდნენ საქმეს. ახლა, ერთი წლის შემდეგ, პროკურატურამ ამოატივტივა ეს საქმე, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების გამო ამოწიეს, ეტყობა, საქმე და შეგნებულად მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაცია