GD Banner
საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე თეა გოდოლაძის საქმეზე: ბრალდებული მოძალადე უნდათ მსხვერპლად შეასაღონ საზოგადოებას სასამართლოს დასრულებამდე, ყველანაირი ეთიკა,ნორმა და მორალი აქვთ მორღვეული, ოღონდ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აწიონ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე თეა გოდოლაძის მიერ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს რომ გოდოლაძე ყველანაირად ცდილობს, მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს, თუმცა რასაც ე.წ კრიტიკული მედია კადრულობს ყველანაირ ზღვარს სცდება.

მისი თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით რასაც რადიკალური მედია და პოლიტიკანები აკეთებენ, “ხარაკირის” ტოლფასია.

„ეს ხომ თავხედია და ყველანაირად ცდილობს, მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს,თუმცა რასაც ე.წ კრიტიკული მედია კადრულობს ყველანაირ ზღვარს სცდება.

ბრალდებული მოძალადე, (რომლის საქმეშიც მტკიცებულებად დევს მოზარდზე ძალადობის ფაქტები) უნდათ მსხვერპლად შეასაღონ საზოგადოებას სასამართლოს დასრულებამდე. აბსულუტურად ყველანაირი ეთიკა, ნორმა და მორალი აქვთ მორღვეული, ოღონდ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აწიონ. პრინციპში, პოლიტიკური თვალსაზრისით რასაც რადიკალური მედია და პოლიტიკანები აკეთებენ, “ხარაკირის” ტოლფასია. ეგრე გააგრძელეთ, მოძალადეები, ექსტრემისტები,”საბოტაჟნიკები” შეიფარეთ და 2024 წლის არჩევნებზე რა ჩიტებსაც დაიჭერთ ნახავთ. ამ საცოდავებს 2003 წელი ჰგონიათ, თითქოს საზოგადოება ისეთ ინფორმაციულ ვაკუუმშია, რომ “ფეიკებით” შეძლებენ აჟიოტაჟის გამოწვევას. ეგ დრო წარსულს ჩაბარდა, აღარც ჩალითაა დაფარული ქვეყანა და ვეღარც ბინძური პროვოკაციებით შეძლებთ ფონს გასვლას!“ – წერს ქადაგიძე facebook – ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,797 ნახვა