GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე – არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი

არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერა და არა ჭეშმარიტების გარკვევა.

„როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი მონდომება, რეალურად აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა. ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე. მათ შორის, როდესაც დაიწყო მოთხოვნების წამოყენება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, პრაქტიკულად ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,714 ნახვა