„აი, ცინიზმიც ამას ქვია – 4 აგვისტოს, შოვის ტრაგედიიდან მეორე დღეს, ხელმოცარული “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წავიდა თურქეთში დასასვენებლად. ალბათ, სწორედ თურქეთის კურორტზე დარდობდა ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ხალხზე“- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლეიშვილის თქმით, “ლელოს” წევრები რა სინდისით და რა ნამუსით ლაპარაკობენ არათუ საგამოძიებო კომისიაზე, არამედ საერთოდ შოვის ტრაგედიას რა პირით ახსენებენ?
„აი ცინიზმიც ამას ქვია – 4 აგვისტოს, შოვის ტრაგედიიდან მეორე დღეს, ხელმოცარული “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წავიდა თურქეთში დასასვენებლად, საკმაო ხანი დაჰყო ფეშენებელურ კურორტზე და რუჯით დაუბრუნდა ქვეყანას. ალბათ, სწორედ თურქეთის კურორტზე დარდობდა ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ხალხზე…. აი ამის მერე, “ლელოს” წევრები რა სინდისით და რა ნამუსით ლაპარაკობენ არათუ საგამოძიებო კომისიაზე, არამედ საერთოდ შოვის ტრაგედიას რა პირით ახსენებენ?“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი