პოლიტიკა

კიევი ისრაელს ემუქრება, რომ ქალაქ უმანში იუდეველ მომლოცველებს არ შეუშვებს

კიევი ისრაელს უვიზო რეჟიმის გაუქმებით ემუქრება და აცხადებს, რომ ქალაქ უმანში  იუდეველ  პილიგრიმებს შესვლას აკრძალავს. მიზეზი ისრაელიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციაა. ამის შესახებ ნათქვამია თელავივში უკრაინის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

„უკრაინის ხელისუფლება ვერ მოითმენს თავისი მოქალაქეების დამცირებას ისრაელში შესვლისას. ჩვენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეთანხმებას გავაუქმებთ. ეს ვარიანტი უკვე მზადაა და ჩვენი ხელისუფლების სამუშაო მაგიდაზე დევს“,- განაცხადა ელჩმა ევგენი კორნიჩუკმა.

მან ასევე შეახსენა, რომ ზელენსკიმ საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა ისრაელის მისამართით, ყოველკვირეულ ბრიფინგზე.

კორნიჩუკის განცხადების შემდეგ, უკრაინაში ისრაელის ელჩმა მიხაილ ბროდსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლის მსურველ უკრაინელთა 5,4 % გაისტუმრა უკან. მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში საუბარი იყო არალეგალურ შრომით მოწყობაზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,663 ნახვა