GD Banner
პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კელი დეგნანისგან ელექტრონულ არჩევნებზე აუგის თქმა არის შარლ მიშელის შეურაცხყოფა, რამეთუ ელექტრონული არჩევნების წესი სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩაიწერა

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ელექტრონული არჩევნების წესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებს. როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, 2024 წლის არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმებითაც არის გათვალისწინებული.

შესაბამისად, მისი თქმით, კელი დეგნანის მიერ ელექტრონული არჩევნებით შესაძლო მანიპულაციაზე საუბარი, შარლ მიშელის შეურაცყროფაც არის.

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ!!!!! სულ ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ!!!! კელი დეგნანისგან ელექტრონულ არჩევნებზე აუგის თქმა არის შარლ მიშელის შეურაცხყოფა და თავს ლაფის დასხმა, რამეთუ ელექტრონული არჩევნების წესი სწორედ რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩაიწერა!!!!!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,054 ნახვა