GD Banner
უცხოური მედია

ჩერნიგოვის ცენტრში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა

19 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაღუპულია 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვი. სამედიცინო დახმარება 148 ადამიანს დაჭირდა, მათ შორის არიან ბავშვები და პოლიციელები.

დარტყმის შედეგად ჩაინგრა დრამატული თეატრის სახურავი და გაჩნდა ხანძარი. გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსშიც. 

ადგილზე მაშველები და ტექნიკა მუშაობს. დაზიანებულია ავტომობილები და ახლომდებარე სახლების და მაღაზიების შუშები და ვიტრინები. 

ცნობისთვის, რუსეთმა ჩერნიგოვის ცენტრი იმ მომენტში დაბომბა, როდესაც იქ დრონების წარმოდგენა იმართებოდა, სადაც მოქალაქეები და ბავშვები იყვნენ მისული. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულები არიან სწორედ ისინი, ვინც თეატრის გარეთ იმყოფებოდა. დაიბომბა თეატრი, თუმცა შენობაში მყოფებმა თავს უშველეს და სამალავში ჩავიდნენ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,802 ნახვა