მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიდევ ერთ სარაკეტო თავდასხმას, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩერნიგოვის ცენტრზე რუსების მიერ გუშინ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
„ჩვენი გულები დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა თავისი სასტიკი ომი ახლავე უნდა დაასრულოს”, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ჩერნიგოვის ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 148 ადამიანი დაშავდა, 7 კი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 6 წლის გოგონაა.
Facebook Comments Box