GD Banner
უცხოური მედია

ავსტრიის ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს ცრუ ჩვენებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ავსტრიის ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს კორუფციის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლების თქმით, კურცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყოფილი კანცლერი ბრალდებებს უარყოფს.

„ბრალდებები მცდარია და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ სიმართლე საბოლოოდ გამოვლინდება და ბრალდებები სასამართლოში უსაფუძვლო აღმოჩნდება“, – წერს კურცი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

პროკურორებმა ბრალდებების გამოძიება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც კურცი კანცლერის თანამდებობას იკავებდა.

2019 წლის მაისში, „იბიცაგეითის“ სახელით ცნობილი სკანდალის შემდეგ, ივნისში კურცს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომლებიც დაკავშირებულია არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს საჯარო სახსრების გამოყენებასთან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,855 ნახვა