GD Banner
პოლიტიკა

ხელისუფლების ადგილას ამ ინფორმაციას შევისწავლიდი, ხათუნა ხოფერია “ჰაერზე” არასდროს არაფერს ამბობს. მას გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე პოსტშია

„ხელისუფლების ადგილას ამ ინფორმაციას შევისწავლიდი. Xatuna Xoperia “ჰაერზე” არასდროს არაფერს ამბობს. მას გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე პოსტშია“, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, ყოფილი პარლამენტარი ირაკლი გოგავა ხათუნა ხოფერიას პოსტს, რომელშიც საუბარია, რომ პოლონეთში ხდება 200-300 “ ქართველის” ფიზიკური და პროფესიონალური მომზადება აგრესიული, ტერორისტული აქტებისთვის ქალაქის ცენტრსა და რეგიონების მიხედვით.

„რა შეიძლება ითქვას?! ხათუნამ პოსტში მკაფიოდ დაწერა: “რევლუცია-გადატრიალებებს უმცირესობა ახდენს უმრავლესობის დუმილის პირობებში. “

აქედან გამომდინარე, ე.წ. “დუმილის სპირალში” ჩვენ არ უნდა შევიდეთ. აუცილებელია აქტიურობა, როგორც არასდროს. უმრავლესობის დუმილი მათ ვერ უნდა მიიღონ, რადგან ძალზედ ბევრი რამ დევს სასწორზე. ცხადია, რომ გადატრიალებიდან სულ რამოდენიმე თვეში ჩვენ ომში აღმოვჩნდებით. ასე იყო 1992 წელს, 2004 წელს, 2008 წელს და ასე იქნება ახლაც.

სიმართლე რომ ვთქვათ, აქ გადატრიალება ტექნოლოგიურად შეუძლებელია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დადგება მაგრად. ამ ხელისუფლების ნდობა კი ბოლომდე ცოტას თუ აქვს.

ჩვენ, ხალხმა, საზოგადოებამ ჩვენი უნდა გავაკეთოთ. თუ რა და როგორ, მოგახსენებთ სექტემბერში“,-აცხადებს ირაკლი გოგავა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,048 ნახვა