GD Banner
უცხოური მედია

უკრაინის ვიცე-პრემიერი: ოქტომბერში ვერ მოვისმენთ, რომ ევროკომისიის შვიდივე მოთხოვნა 100%-ით დაკმაყოფილებულია, რადგან ეს მასშტაბური სამუშაოა, რომელსაც წლები დასჭირდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა ოქტომბრამდე ევროკომისიის შვიდივე მოთხოვნას 100%-ით ვერ შეასრულებს, თუმცა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მაინც დაიწყება.

„ოქტომბერში ვერ მოვისმენთ, რომ [ევროკომისიის] შვიდივე მოთხოვნა 100%-ით დაკმაყოფილებულია, რადგან ეს მასშტაბური სამუშაოა, რომელსაც წლები დასჭირდება“, – აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ასევე დასძინა, რომ ოქტომბრისთვის უკრაინა მიიღებს „ყველა შეთანხმებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებას“.

სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი რეფორმის განხორციელებისას, კერძოდ, ანტიკორუფციული რეფორმის იმპლემენტაციის დროს, „ჩვენ ახალი ამოცანები გვიჩნდება, მაგალითად, ანტიკორუფციული პროგრამის სრულფასოვანი განხორციელება“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,812 ნახვა