GD Banner
პოლიტიკა

ლუკაშენკო: „ბირთვულ იარაღს დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ, როგორც კი ჩვენს წინააღმდეგ აგრესია დაიწყება” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ საგარეო “აგრესიის” შემთხვევაში, მზად იქნებიან გამოიყენონ რუსეთის მიერ მიცემული ბირთვული იარაღი.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ბელტასთან” ინტერვიუში ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსი “არასდროს ჩაერთვება ამ ომში”, თუ უკრაინელები მის საზღვარს არ გადაკვეთენ. მაგრამ მან დასძინა: “ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის დახმარებას, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან”.

ლუკაშენკომ თქვა, რომ პროვოცირების შემთხვევაში – განსაკუთრებით ნატოს წევრი მეზობელი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია – ბელარუსი “დაუყოვნებლივ უპასუხებს ყველაფრით, რაც გვაქვს”, მათ შორის ბირთვული იარაღით.

“ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი იარაღის მთელ არსენალს შეკავებისთვის. დიახ, ბირთვული იარაღი წარმოადგენს ძლიერ შემაკავებელ ფაქტორს. მაგრამ ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი და არა სტრატეგიული. ამიტომ ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ, როგორც კი ჩვენს წინააღმდეგ აგრესია დაიწყება”, – თქვა ლუკაშენკომ.გაურკვეველია, რამდენი რუსული ბირთვული არსენალი გადაიტანეს ბელარუსში ბოლო დროს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,853 ნახვა