GD Banner
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი-ფოთში დღემდე დადის ლეგენდები, როგორი ტიპის მფარველობას უწევდა ბესელია ფოთელ ბიზნესმენებს

“გუშინ “ბოდიშის” ფენომენის ფსიქოანალიტიკური გარჩევა გააგრძელა “გლავკანალმაც”, სადაც მოწვეული ჰყავდა “კანონიკური ბოდიშების” დარგის სპეციალისტი ეკა ბესელია. ზოგადად, უტყუარი ინდიკატორია ეს პირადი შეურაცხყოფა, “დედის გინება” და ა.შ. – როდესაც ოპონირებისთვის არანაირი ფაქტოლოგიური ბაგაჟი აღარ გაგაჩნია და მორალურ ფსკერზე ხოხვით, შენთვის ჩვეული მდაბიო ბრბოს დონიდან, ცდილობ, ინტელექტუალურად მიუღწევად მოწინააღმდეგეს სიტყვიერი “ტკივილი” მაინც მიაყენო”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ეკა ბესელიას მიერ “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებული განცხადების შესახებ.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, როდესაც სხვის “არასწორ” ბოდიშზე გვიკითხავთ ლექციებს, ისიც დაამატეთ ხოლმე – “სწორი” ბოდიში როგორია. აი ისეთი “ბოდიში”, საკუთარი ოჯახის წევრს – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას რომ აარიდებს.

“გუშინ “ბოდიშის” ფენომენის ფსიქოანალიტიკური გარჩევა გააგრძელა “გლავკანალმაც”, სადაც მოწვეული ჰყავდა “კანონიკური ბოდიშების” დარგის სპეციალისტი ეკა ბესელია. მან “მოწმეთა ბაზის” მოშველიებით ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული ერთი ბოდიშის “ისტორია” მოყვა, რომლის ძირითადი არსი კობახიძის პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადიოდა.

ზოგადად, უტყუარი ინდიკატორია ეს პირადი შეურაცხყოფა, “დედის გინება” და ა.შ. – როდესაც ოპონირებისთვის არანაირი ფაქტოლოგიური ბაგაჟი აღარ გაგაჩნია და მორალურ ფსკერზე ხოხვით, შენთვის ჩვეული მდაბიო ბრბოს დონიდან, ცდილობ ინტელექტუალურად მიუღწევად მოწინააღმდეგეს სიტყვიერი “ტკივილი” მაინც მიაყენო. მაგრამ, ამ “ხელოვნებასაც”: 1) ცოდნა უნდა 2) საკუთარი მორალურ-ეთიკური ჯავშანი. “გლავკანალის” გუშინდელ “ექსპერტს” ორივე კატეგორიაში “დეფიციტში” აშკარა გარღვევა ჰქონდა და რატომ დააბიჯა ასეთი სუიციდური სიამოვნებით “ნაღმს” – გაუგებარია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნებაყოფლობით. როგორც ჩანს, ამ ჯერზეც “ცენტრიდან” მოსული დავალების ფარგლებში. მაგრამ, “ცენტრს” რომ სცოდნოდა – რა მრავალფეროვანი ისტორიების მოყოლა შეუძლია ფოთს და სრულიად საქართველოს თავად ბესელიაზე, “ბოდიშოლოგების” რიგებში ალბათ სულ სხვა სპიკერს შეარჩევდა.

დღემდე აინტერესებს ფოთს და ფოთელებს, რა ტიპის “კანონიკური” ბოდიშებით შემოიფარგლა ბესელია 2015 წელს, როდესაც ქალაქ ფოთის პროკურორ ჯიმი გოგუაძეს მოუვიდა კონფლიქტი ბესელიას ვაჟიშვილთან ფოთის ერთ-ერთ რესტორანში ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც ასევე ჰყავდა სოლიდური “მოწმეთა ბაზა”, რასაც ესწრებოდა იმდროინდელი ფოთის “მართველი ელიტა” და ბესელიასთან დაახლოებული პირები. სწორედ მათი ჩარევის შედეგად განიმუხტა სიტუაცია რესტორანში და ბესელიას ვაჟიშვილი გაარიდეს ტერიტორიას – მართალია, უცნობია, ბოდიშის მოხდით თუ მის გარეშე. როგორც ჩანს, უფრო მის გარეშე, ვინაიდან სუფრის დასრულების შემდეგ, სახლში მისულ გოგუაძეს მიუვარდა ბესელიას ვაჟი და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ გასროლით დააზიანა გოგუაძის სამსახურეობრივი ავტომანქანა, რომელიც გაჩერებული იყო საცხოვრებელი სახლის ეზოში.

ეს ისტორია მთელმა ფოთმა იცის, ის “მოგვარდა” მხოლოდ ეკა ბესელიას ჩარევის შედეგად. აი აქ კი ალბათ, ბოდიშსაც ჰქონდა ადგილი და არა მხოლოდ მას. ამიტომ, როდესაც სხვის “არასწორ” ბოდიშზე გვიკითხავთ ლექციებს, ისიც დაამატეთ ხოლმე – “სწორი” ბოდიში როგორია. აი ისეთი “ბოდიში”, საკუთარი ოჯახის წევრს – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას რომ აარიდებს. ასევე მთელმა ფოთმა იცის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეკა ბესელიამ ფოთის პოლიციის უფროსად დანიშნა საკუთარი ბიძა ზურაბ ალანია. მკითხველს, “ბოდიშის” მოხდით, ალბათ დააინტერესებს, რა დამსახურებების გამო, ფოთელებმა მას მეტსახელად, “ყულაბა” შეარქვეს. ფოთელები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ თითქოს ბიძის დახმარებით სძალავდა ბესელია პატიმრებს ფულს, მათთვის “პოლიტპატიმრის” სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ. რას არ მოიგონებს “ბოროტი” ხალხი! ასევე ფოთში დღემდე ლეგენდები დადის, როგორი ტიპის მფარველობას უწევდა ბესელია ფოთელ ბიზნესმენებს (ეს იქნებოდა ხახუბიას თევზის ქარხანა თუ წიწილაშვილის ტერმინალები). მოკლედ, რას არ “შეთხზავენ”, თანაც – ყოველგვარი “კანონიკური” ბოდიშის მოხდის გარეშე. თუმცა, მაინც პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ნეტავ რატომ დაარქვა ხალხმა ალანიას – “ყულაბა”. ხალხი ხომ ბრძენია? თუ არა? ამას, ბოდიშის მოხდით ვკითხულობ. ან რატომ გაათავისუფლეს ალანია 2015 წელს დაკავებული თანამდებობიდან ისე, რომ ვერც ბესელიამ ვერაფრით ვერ უშველა საყვარელ ბიძას.

ამ სტატუსში მოყვანილი ფაქტები მე ფოთელებისგან ვიცი და ჩემდაწილად, ერთ “არაკანონიკურ” ბოდიშს, მეც მოვიხდი, თუ კი ხალხი ამ ყველაფერს ქალბატონ ბესელიას “უგონებს”…”-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,839 ნახვა