GD Banner
უცხოური მედია

ინდონეზიაში, ცხიმიან ბოძზე აცოცებაში, ტრადიციული შეჯიბრი გაიმართა

17 აგვისტოს, ინდონეზიაში გაიმართა ყოველწლიური შეჯიბრი ცხიმწასმულ, კაკლის ბოძზე აცოცებაში, რომლის კენწეროზე დამაგრებულია ბორბალი, მასზე კი, სხვადასხვა პრიზებია ჩამოკიდებული. ასეთ ბოძზე აცოცება დახმარების გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ, მონაწილეები ჯგუფებად იყოფიან და ერთმანეთს აცოცებაში ეხმარებიან. პრიზებს კი, იყოფენ. 

 მოსახლეობის უმრავლესობას ასეთი შეჯიბრი მოწონს და მიაჩნია, რომ ეს არის საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ადამიანებს მიზნის მისაღწევად, ერთობლივ და შეთანხმებულ შრომას ასწავლის. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ ღონისძიებას დამამცირებლად მიიჩნევს. მათი აზრით, ახალგაზრდობას არასწორი მესიჯი ეგზავნება. 

შეჯიბრი ყოველწლიურად იმართება ჰოლანდიური კოლონიური მმართველობიდან ინდონეზიის გათავისუფლების დღის აღსანიშნავად. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,048 ნახვა