GD Banner
ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე-მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა ბიუჯეტის პროფიციტი

“ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი კამპანია დიდწილად რუსული ეკონომიკის მდგრადობაზეა დამოკიდებული. საერთაშორისო სანქციების დაწესებაც სწორედ რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვას ითვალისწინებს, რაც საომარი ხარჯების ზრდამ უნდა გამოიწვიოს. მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთის ეკონომიკის ძრავა მალე დაჯდება, ცოტა ნაადრევია“-ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ეკონომისტის განმარტებით, „რუსეთმა მაისში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა ბიუჯეტის პროფიციტი, თუმცა დეფიციტი წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 3,41 ტრილიონ რუბლამდე (41,9 მილიარდი აშშ დოლარი) იყო გაზრდილი, რაც ქმნის ფისკალურ ზეწოლას სამხედრო ბიუჯეტზე. ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის იანვარ-მაისში ანუ ამ ომის პირველ და შედარებით ყველაზე ცხელ ფაზაში რუსეთს არა თუ დეფიციტი, არამედ 1,59 ტრილიონი რუბლის ბიუჯეტის პროფიციტი ჰქონდა.

„რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი კამპანია დიდწილად მაინც რუსული ეკონომიკის მდგრადობაზეა დამოკიდებული. საერთაშორისო სანქციების დაწესებაც სწორედ რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვას ითვალისწინებს, რაც საომარი ხარჯების ზრდამ უნდა გამოიწვიოს. მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთის ეკონომიკის ძრავა მალე დაჯდება, ცოტა ნაადრევია. ეს თემა ადრეც გავშალე და კიდევ ერთხელ მსურს დავუბრუნდე, რადგან რეალობა და სურვილს შორის კონსენსუსი პოლიტიკაში ძნელი მისაღწევია თუ წარმოუდგენელი არა. რუსეთმა მაისში, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა ბიუჯეტის პროფიციტი, თუმცა დეფიციტი წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 3,41 ტრილიონ რუბლამდე (41,9 მილიარდი აშშ დოლარი) იყო გაზრდილი, რაც ქმნის ფისკალურ ზეწოლას, სამხედრო ბიუჯეტზე. ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის იანვარ-მაისში ანუ ამ ომის პირველ და შედარებით ყველაზე ცხელ ფაზაში რუსეთს არა თუ დეფიციტი, არამედ 1,59 ტრილიონი რუბლის ბიუჯეტის პროფიციტი ჰქონდა, მაგრამ უკრაინაში მისი სამხედრო კამპანიის მხარდასაჭერმა დანახარჯებმა და ნავთობისა და გაზის ექსპორტზე დასავლეთის სანქციებმა მიმდინარე წლის დასაწყისში, მაინც სერიოზულად დაარტყა სამთავრობო ხაზინას, თუმცა როგორც ვხედავთ მაისიდან ბიუჯეტი პროფიციტული გახდა.

ამასთან, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებამ აიძულა მოსკოვი დაეწყო საერთაშორისო რეზერვების გაყიდვა დეფიციტის დასაფარად, რუსეთმა მიმდინარე წელს უკვე დახარჯა თითქმის 440 მილიარდი რუბლი ეროვნული სიმდიდრის ფონდიდან (NWF) რომელიც ფორმირდება ნავთობისა და გაზის ჭარბ შემოსავლებიდან, დეფიციტის დასაფარად, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2022 წელს ფინანსთა სამინისტრომ რაც დახარჯა თითქმის 3 ტრილიონი რუბლი დეფიციტის დასაფარად, არც ეს ციფრია ზედა ზღვარი – კანონით 2023-2024 წლებში წლიურად 29 ტრილიონი რუბლის დახარჯვა შეუძლია. მეორეს მხრივ, თავდაცვითი ხარჯების ზრდამ გამოაცოცხლა რუსეთის ინდუსტრიული, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო სექტორი, რაც განაპირობებს წელს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ პროგნოზებს და ეხმარება მოსკოვს სამხედრო კამპანიის გაგრძელებაში უკრაინაში. თუ აპრილში ეკონომიკა 3.4 %-ით გაიზარდა, პირველად გასული წლის ვარდნის შემდეგ, მაის-ივნისში ზრდამ 5.4 % შეადგინა. მაგრამ რუსული ნავთობი და გაზი ექვემდებარება რა დასავლეთის სანქციებს და ფასების ლიმიტს, ნავთობისა და გაზის საექსპორტო შემოსავლები 49,6%-ით ნაკლები იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველ ხუთ თვეში. მიუხედავად ამისა, წელს რუსეთში 2.7 პროცენტამდე ზრდას ელოდებიან.

მართალია, რუსი და დასავლეთის ექსპერტების ნაწილის აზრით ეკონომიკისთვის გაცილებით რთული იქნება ზრდის შენარჩუნება. თუმცა, ობიექტურობისათვის, რუსეთს აქვს რესურსები არსებულ გამოწვევებზე, რაც საშუალებას მისცემს ომი გადაიყვანოს გრძელვადიან ფაზაში, მით უმეტეს რუსეთში ეკონომიკის ზრდაში მრეწველობის აქტივობა მოდის პერიფერიების ხარჯზე, რაც ნიშნავს, რომ მოხდა ეკონომიკის გადაწყობა და წლების წინ გაჩერებული საწარმოთა ნაწილის ამუშავება რეგიონებში, გარკვეულწილად ამის შედეგია, რომ რუსეთში უმუშევრობა ერთ ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ევროპაში და 3.2 % ს შეადგენს, მაშინ როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 5.9 % ია. შედარებისათვის თუ 2023 წელს რუსეთის ეკონომიკის პროგნოზი არის სავარაუდოდ 2 % ის ფარგლებშია მოსალოდნელი, განვითარებული ეკონომიკების(აშშ, იაპონია, ევროკავშირი) ზრდის პროგნოზი საშუალოდ 0.7-1.2 % ია, ხოლო გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2.2-2.4 პროცენტი.

რუსეთს შეუძლია ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსება და მეორე გზა არის შიდა სახელმწიფო ვალის გაზრდა, როდესაც საერთაშორისო ბაზრები დახურულია რუსეთის ობლიგაციებისათვის, რუსეთს აქვს რა ისედაც დაბალი სახელმწიფო ვალი, სახაზინო ობლიგაციების ბაზრის გაფართოება შეიძლება კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა მაინც გაუჭირდება, რადგან გრძელვადიანი დაფინანსებისთვის ვალების დაგროვების მთავარი შეზღუდვა არის სწორედ მისი მაღალი ღირებულება(10%) მუდმივი გაურკვევლობისა და უკიდურესად მაღალი რისკების გამო. მიუხედავად ამისა, რუსეთს შეუძლია, გადასახადების გაზრდაც, რუსეთის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ გეგმავს კორპორატიული მოგებიდან ერთჯერადი გადასახადის დაწესებას, რასაც შესაძლოა სხვა გადასახადების ზრდა მოჰყვეს, პირველ რიგში, მდიდარ რუსებზე საგადასახადო ტვირთი გაიზრდება. ამასთან აშშ და ევროკავშირი კვლავ რჩებიან რუსეთის წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებად და აქვე გთავაზობთ რუსეთის ექსპორტისა და იმპორტის ტოპ 5 პარტნიორ ქვეყანას: საბაზრო ვაჭრობა იმპორტი(მილიონ აშშ დოლარი) ჩინეთი 49,146 წილი ვაჭრობაში 14.58 %, ნიდერლანდები 24,819 წილი ვაჭრობაში-7.36 %, გაერთიანებული სამეფო 23,158 წილი ვაჭრობაში-6.87%, გერმანია 18619 წილი ვაჭრობაში-5.52%, ექსპორტი ვაჭრობა (მილიონ აშშ დოლარი) : ჩინეთი 54,913 წილი ვაჭრობაში-23,70 %, გერმანია 23,382 წილი ვაჭრობაში-10.09 %, შეერთებული შტატები 13,213 წილი ვაჭრობაში-5.70 %, იტალია 10,196 წილი ვაჭრობაში-4.40 %; ეს ისე ანალიზისათვის, საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაზე ერთი ამბავი რომ არის ხოლმე ატეხილი!“- წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,792 ნახვა