GD Banner
სპორტი

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ, ქალთა ტურნირებში ტრანსგენდერი მოთამაშეების მონაწილეობა დროებით აკრძალა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ დროებით აკრძალა ტრანსგენდერი მოთამაშეების გამოსვლა ქალთა ტურნირებში

შეზღუდვა ძალაში 21 აგვისტოდან შედის და ფედერაციის შემდგომ გადაწყვეტილებამდე იმოქმედებს. ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცი სქესს შეიცვლის და ქალი გახდება, მოთამაშეს არ ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს ქალთა ოფიციალურ შეჯიბრში იმ დრომდე, სანამ დამატებით გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ამასთან, მოთამაშეებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ღია სექციებში. ყველა მათი ტიტული შენარჩუნებული იქნება. თუ მოჭადრაკე სქესს შეიცვლის და ქალი მამაკაცი გახდება, მას ყოფილი ტიტულები ჩამოერთმევა.

„თუ ადამიანი ისევ დაიბრუნებს თავის პირვანდელ, მდედრობით სქესს, და შეძლებს, დაუმტკიცოს FIDE-ს შესაბამის საიდენტიფიკაციო ნომრის კუთვნილება, რომელიც მის ტიტულებს ადასტურებს, ამ შემთხვევაში ის მათ შენარჩუნებას შეძლებს“,-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,336 ნახვა