GD Banner
უცხოური მედია

სოროსის ფონდი ევროკავშირში საქმიანობას წყვეტს

უნგრელ-ამერიკელი ფინანსისტის, ინვესტორის და ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ღია საზოგადოების ფონდები ევროკავშირში საქმიანობას თითქმის მთლიანად წყვეტენ. ამის შესახებ „ევროპული სიმართლე“ წერს.

მედიის ცნობით, OSF-ის საქმიანობის უმეტესი ნაწილი ევროკავშირში შეწყდება და ევროპისთვის ადრე გამოყოფილი თანხები მსოფლიოს სხვა ნაწილებში დაიხარჯება.

ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც უნგრეთის ყველა ორგანიზაციამ, რომელიც სოროსის მიერ დაარსებული ღია საზოგადოების ფონდების (OSF) მხარდაჭერით სარგებლობენ, წერილი მიიღეს, სადაც OSF-ის დირექტორთა საბჭოს უახლესი გადაწყვეტილების შესახებ ეწერა. კერძოდ, რომ ორგანიზაცია არსებითად წყვეტს თავის საქმიანობას ევროკავშირში და თავისი რესურსები მსოფლიოს სხვა ნაწილებში გადააქვს.

გადაწყვეტილება გამართლებულია იყო იმით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და მთავრობები მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავენ ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და მრავალფეროვნების თემებზე. ისინი წერენ, რომ მომავალში ევროპასთან დაკავშირებით ყურადღებას მხოლოდ „მსხვილ გლობალურ საკითხებში მის როლთან დაკავშირებით” გაამახვილებენ.

ფონდის რეორგანიზაცია მომავალ წელს იგეგმება, ამიტომ მისი ევროპული პროგრამები შესაძლოა 2024 წელს დასრულდეს.

ცნობისთვის, უნგრული წარმოშობის მილიარდერმა, ჯორჯ სოროსმა თავისი პირველი საქველმოქმედო ფონდი 1979 წელს შეერთებულ შტატებში დააარსა. დღესდღეობით კი მისი ფონდები 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებენ. ისინი მხარს უჭერენ პროექტებს კულტურისა და ხელოვნების, განათლებისა და ჯანდაცვის, მეცნიერებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,168 ნახვა