უკრაინის ტერიტორიის ნატო-ს წევრობაზე გაცვლა უცნაურია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
პოდოლიაკის კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის კომენტარს მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში უკრაინას შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს.
“ტერიტორიის ნატო-ს ქოლგაზე გაცვლა? უცნაურია. ანუ გააზრებულად წავიდეთ დემოკრატიის მარცხზე, გლობალური დამნაშავის წაქეზებაზე, რუსული რეჟიმის კონსერვაციაზე, საერთაშორისო სამართლის დამცირებასა და ომის სხვა თაობებზე აუცილებელ გადატანაზე”, – წერს პოდოლიაკი.
მისი თქმით, თუ რუსეთის დიქტატორი, ვლადიმირ პუტინი გამანადგურებელ მარცხს არ განიცდის, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის გაზრდილი მადით.
“მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისა და პირდაპირ ვთქვათ, პუტინის ტრიუმფის მეშვეობით “ცუდი მშვიდობის” დამყარების მცდელობები მსოფლიოს მშვიდობას არ მოუტანს, მაგრამ მოუტანს სირცხვილსაც და ომსაც. ეს ეხება ახალი “ევროპის გაყოფის” ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის ნატო-ს ქოლგითაც. მაშინ რატომ არის საჭირო რუსეთისთვის სასურველი გაყინვის სცენარის შემოთავაზება, იარაღის დაჩქარებული მიწოდების მაგივრად? არ არის საჭირო მკვლელების საზარელი ინდულგენციებით წაქეზება”, – წერს პოდოლიაკი.