GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას, როგორ  იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს და მონაყოლს, რომ იქნებ ხელმოსაჭიდი ნახონ

ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ბუნებრივი სტიქია დაჰბრალდეს ხელისუფლებას, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს და მონაყოლს, რომ იქნებ ხელმოსაჭიდი ნახონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოავლინა „ოპოზიციამ – მობილური ტელეფონის, პლანშეტის, თუ ეკრანის მიღმა ანგაჟირებულმა ადამიანებმა, თუ რამდენად სურთ სიძულვილის ატმოსფეროს დათესვა ტრაგედიის ფონზე“.

„ყველანაირად ცდილობენ, ყველა მიზეზი გამოიყენონ, ყველა სიტყვა გაატარონ ისეთ ფილტრში, რომელიც არ იყო ამ კონტექსტში ნათქვამი და ყველანაირად გამოიწვიონ სიძულვილი, მათ შორის ამისთვის დაზარალებულებიც გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს არის ნაწილი იმ ისტერიისა და დეზინფორმაციისა, რომელსაც ცდილობდნენ პირველი წუთიდანვე. როდესაც მაშველები იყვნენ იმით დაკავებული, რომ მობილიზებული ყოფილიყვნენ და დახმარებოდნენ ამ სტიქიაში მოყოლილებს, ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები დაკავებული იყვნენ იმით, რომ საბოტაჟი გაეწიათ ამ ყველაფრისთვის. ერთ რამეს ვხედავთ: უკვე მეთორმეტე დღეა სტიქიიდან და ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ამ ჯგუფებში, რომ რამენაირად დაბრალდეს ბუნებრივი სტიქია ხელისუფლებას, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ მონაყოლს, რომ იქნებ რამენაირად ამოიკითხონ, რაღაცნაირად ნახონ ხელმოსაჭიდი, რომ ეს ტრაგედია დააბრალონ ხელისუფლებას. არ ვიცი, რა შინაგანი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი ბოროტი სურვილი ჰქონდეს და დამოკიდებულება, რომ ამ ტრაგედიის ფონზე ეძებდე და გქონდეს სურვილი, რომ იქნებ რამენაირად დაამძიმო და ამაში ადამიანური ფაქტორები ეძიო“, – განაცხად პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, 210-ვე ადამიანმა, რომელიც სტიქიას გადაურჩა, სამოქალაქო სიმამაცე გამოიჩინა.

„თითქოს ვინმე აკნინებს იქ ჩარჩენილი მოქალაქეების თავდადებასაც, თავგანწირვასაც, ურთიერთ გვერდში დგომასაც… 210 ადამიანი გადაურჩა ამ სტიქიას, 210-ვემ გამოიჩინა სამოქალაქო სიმამაცე, ზოგმა თავდადება. „სანსეტ შოვის“ პერსონალი, რომელმაც დამსვენებლები გამოიყვანა, სართულ-სართულ კიბეებით ჩამოყვანა. რუსთავიდან ორი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თავად ამ ტერიტორიაზე არ იყვნენ, თუმცა მოწყვეტილი იყვნენ, მაგრამ ღამე იქ დარჩნენ, ამ ბავშვებმაც კი სამოქალაქო სიმამაცე გამოიჩინეს, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სტიქიაში მოყვა, არ აჰყვა პანიკას და ჩვენი მაშველების მეშვეობით გამოყვანილ იყვნენ სამშვიდობოს, 210-ვე მოქალაქე რა თქმა უნდა არის მამაცი სამოქალაქო თვალსაზრისით და ჩვენ ვნახეთ, ერთ-ერთი უცხოელი, რომელიც აქ იყო გუშინდლამდე და ეხმარებოდა უკვე სხვებს იმით, რომ საკვებს ამზადებდა მისი პროფესიიდან გამომდინარე“, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,331 ნახვა