გავიგე, ბატონი ირაკლი კობახიძე პირველივე დღიდან შოვში არის და საკუთარი ძალებით ეხმარება ადამიანებს, რომ აპოვნინოს დაკარგული ადამიანები ოჯახს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა,-ამის შესახებ შოვში, სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მე შემიძლია ბატონო ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება მაგრამ შევძლებ ამოვალ და გავისაუბრო და განახებ შემს და მაშოს გადაადგილებას ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ იქ არიან ხალხი ვინ შეესწრო შემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერა არსებობს ვიდეო კადრები… ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ მე თავს, რადგან ვარ ყველანაორად მართალი… ველოდები თქვენს ზარს“,-წერს დავით ჯელაძე.
ჯელაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ მას შეუარაცხყოფა მიაყენა, მაგრამ მისგან განსხვავებით, ის ხალხს უყვარს.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ, „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას დავით ჯელაძის ფოტოსთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაიარეს ჯელაძემ და მისმა დისშვილმა დამეწყრილი ტერიტორია, კობახიძემ უპასუხა: „მე უბრალოდ, ვერ გეტყვით ვერაფერს მაგასთან დაკავშირებით. გადასამოწმებელია. ეგ ნამდვილად არ ვიცი, რატომ იყო საჭირო მეორე ნაპირზე გადასვლა“,-განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ იმ ადგილზე ადამიანები გადარჩნენ და არ იცის, რატომ გახდა საჭირო მძიმე გზის გავლა მეორე ნაპირზე გადასასვლელად.