GD Banner
უცხოური მედია

 ჯონ ბოლტონი – უკრაინის კონტრშეტევის შეყოვნება ბაიდენის ყოყმანის ბრალია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის შეყოვნება ბაიდენის ყოყმანის ბრალია, – ამის შესახებ ბოლტონი „უოლ სთრით ჯორნალში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს.

მისი განცხადებით, რუსეთის მხრიდან ესკლაციის შიშით პარალიზებული ბაიდენის ადმინისტრაცია მხოლოდ უკრაინის მარცხის აცილებაზეა ორიენტირებული.

ბოლტონის მოსაზრებით, უკრაინაში არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ვერ იქნება ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები, როგორც ამას დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი ითხოვს.

„პუტინი ამას მხოლოდ მისთვის სასარგებლო დროს დათანხმდება და არა ჩვენთვის მისაღებ მომენტში. ის, სავარაუდოდ, მოითხოვს დროებით ზავს, მოსკოვი კიევის იერიშების შეჩერებას თუ შემოდგომამდე შეძლებს. ის შეეცდება, მოლაპარაკებების გზით მოიგოს ის, რისი მიღწევაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ველზე ვერ შეძლეს“, – ამბობს ბოლტონი.

მისივე თქმით, ის, რომ უკრაინელებმა კონტრშეტევის შედეგად ვერ შეძლეს დიდი წარმატების მიღწევა, არის აშშ-ის სტრატეგიის ბუნებრივი შედეგი.

ტრამპის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ორიენტირებულია რუსეთის მიერ ახალი მიწების დაპყრობის თავიდან აცილებაზე.

„უკრაინის წარუმატებლობა კონტრშეტევაში და რუსეთის წარმატება თავდაცვაში ერთი და იმავე მიზეზით ხდება. ეს არის დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ნელი, წყვეტილი და არასტრატეგიული მიწოდება. მუდმივი დებატები, რომელი სისტემის მიწოდებაა საჭირო და რომლის არა, მუდმივი შიში, რომ რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ ომს დაიწყებს და რუსეთის ბირთვული შეიარაღების პერიოდული ჟღარუნი, რამაც დასავლეთის დედაქალაქებში პარალიზებული სიფრთხილე დანერგა“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

მისივე თქმით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულბა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული დარტყმის განახორციელების სურვილი ან საკმარისი სამხედრო პოტენციალი, რათა ნატო-ს დაემუქროს.

ბოლტონის აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის უსისტემო მიდგომა ძირს უთხრის აშშ-ის საზოგადოების უკრაინისადმი მხარდაჭერას.

„ბაიდენი ამ პრობლემას გააღრმავებს, რადგანაც ის ამტკიცებს, რომ ომი დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის უილსონისელი აბსტრაქციების გარშემო მიმდინარეობს. უილსონის პრინციპები არასდროს ახდენდნენ ამერიკელების უმრავლესობის მოტივაციას. არსებობს დამაჯერებელი არგუმენტი, რომ უკრაინის დახმარება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს პასუხობს, მაგრამ პრეზიდენტ ბაიდენს ის არ მოჰყავს. ისიც და დონალდ ტრამპიც რესპუბლიკელთა მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ძირს უთხრიან“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა „უოლ სთრით ჯორნალში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ბოლტონი ასევე აკრიტიკებს დასავლეთის სასანქციო პოლიტიკას. მისი თქმით, რუსული ნავთობის ფასების შეზღუდვა წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვა სერიზულად არ ხდება.

ბოლტონის თქმით, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყოს უკრაინის მხარდაჭერის ახალი სტრატეგიის ფორმულირება.

1tv.ge

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,336 ნახვა